რეზონანსი
23.04.2021

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ კრემლის კრიტიკოსი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე" წერს.

„ექიმებმა, რომლებსაც მე სრულად ვენდობი, გუშინ გაავრცელეს განცხადება, რომ შიმშილობა შემეწყვიტა. გულწრფელად ვიტყვი, მათი სიტყვები : "ანალიზებმა აჩვენა, რომ მოკლე დროში აღარავინ იქნება სამკურნალო" - ყურადღების ღირსი მეჩვენება. არ ვწყვეტ მოთხოვნას ჩემთან საჭირო ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით, ხელებისა და ფეხების ნაწილებში მგრძნობელობას ვკარგავ. თუმცა მიღწეული პროგრესის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ვიწყებ შიმშილობის შეწყვეტას", - წერს ნავალნი.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა 24 დღის წინ დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )