რეზონანსი
23.04.2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, 13 მარტს საქართველოში შემოსული „ასტრაზენეკას" ვაქცინის ვარგისიანობის ვადა 31 მაისს გასდის.

კითხვაზე, შევძლებთ თუ არა ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე ვაქცინის ათვისებას, ზახაშვილმა განაცხადა, რომ უკვე აცრილი და დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც მაისის თვეში აცრილთა მეორე დოზით ვაქცინაცია უნდა მოხდეს, „ასტრაზენეკას" ვაქცინის ათვისება შესაძლებელი იქნება.

მისივე თქმით, ჯერ უცნობია „ასტრაზენეკას" იმ ვაქცინის ვადა, რომელიც საქართველოში მიმდინარე თვეს უნდა ჩამოვიდეს.

„ახლა შემოსული რაც გვაქვს, „ასტრაზენეკას" ვაქცინა ეს არის 43 200 დოზა, რომელიც შემოვიდა 13 მარტს საქართველოში, მისი ვარგისიანობის ვადა არის 31 მაისამდე. ახლა აცრილთა რაოდენობის მიხედვით და უკვე დაჯავშნილი ადგილების მიხედვით, „ასტრაზენეკას" ვაქცინაზე, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე აცრილ ადამიანებს უწევთ, ასევე მეორე დოზით აცრა მაისის თვეში, ვფიქრობთ, რომ ეს 43200 დოზა სრულად იქნება ათვისებული ვადაში და შესაბამისად, არ გვექნება პრობლემა ვაქცინის ათვისების. რაც შეეხება დანარჩენ დოზებს „ასტრაზენეკას" ვაქცინის, რომელსაც ველოდებით აპრილში, სამწუხაროდ, სანამ ვაქცინა არ შემოვა, ფაქტობრივად, მათი ვარგისიანობის შესახებ არ გვაქვს დაზუსტებული ინფორმაცია და ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს იმდენად მცირე დოზებია ჩვენს საჭიროებასთან შედარებით, რომ მათი ათვისება მოესწრება და არ გახდება დოზები ჩამოსაწერი ვადის გასვლის გამო,"- განაცხადა ზახაშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )