რეზონანსი
23.04.2021

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ორშაბათიდან კლინიკებში დამატებით 6000 საწოლი იქნება.

როგორც ტიკარაძე აცხადებს, დღეის მდგომარეობით 5500 საწოლია მობილიზებული.

რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, მინისტრის მტკიცებით, ქვეყანაში როგორც PCR-ის, ასევე სწრაფი ტესტების მარაგები არის.

„დღეის მდგომარეობით მკურნალობას გადის 3600-მდე პაციენტი. მობილიზებულია 5500 საწოლი. აქედან გამომდინარე საწოლების დეფიციტს მე თქვენ ვერ დაგიდასტურებთ. რაც შეეხება ტესტირებას, იცით, რომ გამოიყენება როგორც PCR, ასევე სწრაფი ტესტები და ამ მიმართულებითაც არანაირი შეფერხება არ შეინიშნება, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში ვტესტავთ 27-დან 30 ათასამდე ჩვენს მოქალაქეს და ეს პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. 27 აპრილს ველოდებით კორეიდან დამატებით ტვირთს სწრაფ ტესტებთან მიმართებაში. თავდაპირველად ჩამოვა 1 მილიონის ოდენობის ტესტი, ხოლო შემდეგი ტვირთი ჩამოვა უახლოეს მომავალში ნახევარი მილიონის ოდენობით. დღეს ქვეყანაში არის 400 ათასი PCR ტესტი, რომელიც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ტესტირების ის მოცულობა, რომელსაც დღესდღეობით დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებს, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სრულად იყვნენ ჩვენი მოქალაქეები უზრუნველყოფილი", - განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა, რომ სამედიცინო სექტორი გადატვირთულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )