რეზონანსი
23.04.2021

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ხელმძღვანელის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი ბიზნესის მთავარი პრობლემაა.

როგორც ფხაკაძე აცხადებს, ეს დასტურდება ნებისმიერ კვლევაში, რომელსაც საქართველოს ბიზნესასოციაცია ატარებს.

„ლარის გაცვლითი კურსი და უკანასკნელ წლებში მის ირგვლივ განვითარებული პროცესები ბიზნესის მთავარი პრობლემაა. ვფიქრობ, კვლევაც არ სჭირდება, რომ გაიგო ზუსტად, რაოდენ ნეგატიურ ასახვას ახდენს ლარის დევალვაცია, მისი პერმანენტული გაუფასურება. ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად და პროფესიულად ვმუშაობთ შესაბამის ორგანოებთან, უწყებებთან და ერთად ვეძებთ გამოსავალს. რასაკვირველია, არის ნაბიჯები, რომლებიც ვფიქრობთ, უნდა გადაიდგას და სწორედ ამ კონსტრუქციულ რეჟიმში, სწორი მუშაობის შედეგად რაღაც გამოსავალს ვიპოვით", - განაცხადა ფხაკაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )