რეზონანსი
23.04.2021

ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, იგეგმება თუ არა 18 წელს ზევით მოქალაქეების „სინოფარმით" აცრა.

„ჩვენ მივყვებით იმ კალენდარს, რომელიც დამტკიცებულია და შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ორშაბათს ვაქცინაციის საბჭო დამატებით შეიკრიბება, იმსჯელებს იმ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის. ამას ვერ დავადასტურებ, რადგან ეს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში ექსპერტების ჩართულობით", - განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )