რეზონანსი
23.04.2021

„ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძის აზრით, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ხარჯზე მოინდომა საკუთარი მომავლის მოწყობა-დალაგება.

“მთავრობამ დაიჭირა, მერე ოპოზიციამ ხელი მოაწერა და ახლა დაიწყეს ვითომ კანონების დაცვა, მაშინ, როდესაც თავიდანვე უკანონოდ დაჭირეს. ქვეყანა, სადაც ფაქტობრივად მძევლებით ვაჭრობა მიღებულია, თან ამ ყველაფერში მონაწილეობს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი, არაფორმალური მმართველიც და ფორმალურიც. ახლა კი, ამ რეალობაში ოპოზიციის ნაწილიც რომ შევა პარლამენტში და იმ ამნისტიაზე იმუშავებენ, რომელიც ნიკა მელიასთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რა ხდება შემდეგ, ლარის კურსი ჩამოვა ქვემოთ, ეკონომიკა წავა წინ, პირდაპირ ნატო-ში შევალთ და ზოგადად, დასავლური ქვეყანა გავხდებით, ეს ყველაფერი ამ „ქართული ოცნების“ ხელში? მოკლედ, ძალიან კარგი დოკუმენტია, რასაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, პირდაპირი ლუსტრაციაა, ვინ იცავს ხალხის ინტერესებს და ვინ - საკუთარს. 

აბა, მთლიანად ნიკა მელიას ხარჯზე მოინდომეს ამათმა საკუთარი მომავლის მოწყობა-დალაგება, ისე უნდოდათ პარლამენტში შესვლა, ბოიკოტი ისეთ ტანჯვად ექცათ - ზოგი გაიბუტა და ვითომ პოლიტიკიდან წავიდა, ზოგმა დაიძინა, ზოგმა გაიღვიძა და ზოგმა ვაჭრობა არასოდეს დაასრულა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )