რეზონანსი
21.04.2021

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარეომ ნიკა მეილიამ ადოკატის მეშვეობით ოპოზიციას შეუთვალა, რომ თავი ასე დამირებულად, რაც ციხეშია არ უგრძვნია. ადვოკატმა, მელიად დანაბარები ოპოზიციას საერთო ჩატში გაუგავნა.

„მოგესალმებით, ვიყავი ნიკა მელიასთან და ახლა დავბრუნდი რუსთავის ციხიდან. მითხრა, რომ ასე დამცირებულაც რაც ციხეშია არასოდეს უგრძვნია თავი. უკიდურესად შეურაცხყოფილად, დაღალატებულად, მოტყუებულად, გადაგდებულად გრძნობს თავს, გაყიდულად გრძნობს თავს, რადგან ხელი ისე მოეწერა, რომ არავინ გააგებინა მას.

მიიჩნევს, რომ ხელმომწერების მხრიდან პრინციპული პოზიციის დაკავების შემთხვევაში გირაოს გარეშე მისი გამოსვლა შესაძლებელი იქნებოდა. ამბობს გამოსვლა, რომ სდომებოდა შეთანხმების გარეშეც გამოვიდოდა ამ პირობებით.

თვლის, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დამამცირებელია მისთვის გირაოს გადახდა, ვინც არ უნდა იყოს გადამხდელი, ევროკავშირმა კი არა ჯო ბაიდენმა, რომ გადაიხადოს მისთვის გადახდის ფაქტია მიუღებელი. ამბობს, რომ არავინ გაითვალისწინა სასამართლო სხდომაზე, მისი მოწოდება, რომ მისი თავისუფლებით არავის ევაჭრა. მიიჩნევს, რომ ხელმომწერებმა თავისი „გაინაღდეს“ და ახლა უნდათ, რომ მისი რეპუტაციაც დააზიანონ.

მითხრა, რომ გამხმარი ჯოხივით გადატეხეს, ვითომ არც ვარსებობდე და ჩემთან შეთანხმების გარეშე ჩემით ივაჭრეს. მითხრა, რომ დღევანდელი და გუშინდელი დღე ყველაზე მძიმეა, რაც კი ციხეშია“, – წერია შეტყობინებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )