რეზონანსი
20.04.2021

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პოზიციაა, რომ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ორმხრივი ნდობის საფუძველზეა შესაძლებელი.

როგორც მან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან, ნიკა მელიასთან შეხვედრაზე შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, ვიდრე ის არ გათავისუფლდება, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი დასრულებულად ვერ ჩაითვლება.

„შარლ მიშელმა საჯაროდ თქვა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ორმხრივი ნდობის საფუძველზე. ეს არის ზოგადი პოლიტიკური განცხადება ბატონი შარლ მიშელის. მას აქვს საუბრები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, ჰქონდა საუბარი პრემიერ-მინისტრთანაც, ჩვენ ამ საუბრების შინაარსი არ ვიცით, მან ჩვენი პოზიცია იცის. ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი მეორედ ჩამოდის 6 კვირის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. ჩვენ ეს, როგორც ქვეყანამ, უნდა გამოვიყენოთ, ეს არის ამოცანა. არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ის ყოველ 6 კვირაში აქ ივლის. ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ამავდროულად, სანამ არ გადაწყდება ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი, სამწუხაროდ, პოლიტიკური კრიზისი დასრულებულად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, აუცილებელია მოიძებნოს ამ ვითარებიდან გამოსავალი. „ქართული ოცნების“ ხელშია ეს გასაღები, თუ ისინი გადალახავენ ამ სიჯიუტეს და ქვეყნის ინტერესებიდან გამოვლენ, შესაძლებელია, მელიას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს ისე, რომ ის მორალური არჩევანის წინაშე არ დააყენონ, რასაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ცდილობს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )