რეზონანსი
20.04.2021

 შარლ მიშელის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა ერთგვარი გარანტიაა, რომ დოკუმენტის სულისკვეთება ჩვენი პასუხისმგებლობითა და ძალისხმევით რეალიზდება, – ამის შესახებ დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს იმაზე შეუდარებლად ახლოს ვართ ამ სურვილების რეალიზაციასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკური რეალობა. გარანტია უმთავრესად ჩვენი პასუხისმგებლობა და დასავლეთის თანამონაწილეობაა. ვხედავ, რომ ხელისუფლება არ აპირებს, ამ პასუხისმგებლობას გაექცეს. პოლიტიკური მძევლების საკითხი უნდა გადაწყდეს დაუყოვნებლივ. ამის მექანიზმი შეიძლება, იყოს სხვადასხვა. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. საკანონმდებლო საქმიანობა ახლა იმდენადაა აქტუალური, რამდენადაც ამ სულისკვეთებას სჭირდება რეალიზება. სწორედ ეს განაპირობებს საკანონმდებლო საქმიანობის ტემპსა და ხარისხს. პარლამენტის მუშაობაში ჩართვის გარეშე ვერ მოხდება ამ შეთანხმებული დოკუმენტის რეალიზება“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )