რეზონანსი
20.04.2021

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

„განსაკუთრებულად მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები. პოლიტიკური კრიზისი უკან ჩამოვიტოვეთ და მძიმე სამუშაო იწყება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიყვანს. საქართველოს ლიდერებს ამ შეთანხმების მიღწევა მინდა მივულოცო“, - დაწერა შარლ მიშელმა Facebook-ზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ კომპრომისი ევროპული სიძლიერეა და არა სისუსტე.

„ეს მიღწევა თქვენია და ახლა გამოწვევა მისი ამოქმედებაა. მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო თქვენი სიბრძნისა და სახელმწიფოებრიობისთვის და ბატონო პრემიერო თქვენი ლიდერობისთვის! ეს მიღწევა მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ რთულ რეგიონალურ ვითარებას გავითვალისწინებთ. ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია უკრაინის საზღვრებთან და არალეგალურად ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აქტიურობით. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის ერთგულება ძლიერია, როგორც არასდროს“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )