რეზონანსი
20.04.2021

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შარაგზის ყალთაბანდი უწოდა. ამის შესახებ მან LB.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინაში არსებულ კორუფციაზე საუბრისას კითხვაზე, ვინ არის მთავარი კორუფციონერი საბაჟოზე, მარჩენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ თემასთან დაკავშირებით ბრალდებებს ისვრის, სამართალდამცველები ამას სათანადოდ არ ამოწმებენ. ხალხის მეხსიერებაში კი, მხოლოდ ეს ბრალდებები რჩება:

"იცით, რაში გამოიხატება კორუფციასთან ბრძოლის მთავარი პრობლემა? მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა რაღაც თქვა სერგეი მარჩენკოზე, მაგრამ არავინ არაფერს არ არკვევს, მართალია თუ არა მისი ნათქვამი. ყველამ დაიმახსოვრა მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, რომლის მიხედვით, სწორედ სერგეი მარჩენკოა კორუფციონერი. მე კი ვამბობ, რომ იგი არამზადაა და გათახსირებული და რომ ეს კაცი..."- განაცხადა მარჩენკომ.

ჟურნალისტმა დაზუსტება მოითხოვა ნამდვილად მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა ის თუ არა მსგავსი ეპითეტებით, რაც უკრაინის ფინანსთა მინისტრმა დაადასტურა:

"დიახ, იგი შარაგზის ყალთაბანდია, ჩამოთრეული გასტარბაიტერი. იგი ჩვენთან ჩამოვიდა, რაღაცის გაკეთებას ცდილობდა, ჰქონდა რაღაც იდეები, რომელიც ვერ განახორციელა და ახლა თავის პრობლემებში სხვებს ადანაშაულებს. ამომარჩია მე, მაგრამ მე ამ ბრალდებებს ვერ მოვითმენ. ამიტომაც ვამბობ: პირობითო ამხანაგო "ს", ბოლოს და ბოლოს, გააკეთე, რის გაკეთება შეგიძლია. შენ უკრაინაში საკუთარი თავი უკვე ყველას აჩვენე გუბერნატორობის პერიოდში, ახლა კი უბრალოდ საპნის ბუშტების ბერვით ერთობი. შენ "ფეიკი" ხარ, შენი "გაკეთებული" საქმეები მხოლოდ "ფეიკური ისტორიებია". შენ მხოლოდ ინფორმაციულად კვებავ საზოგადოებას და რატომღაც ითვლება, რომ ყველა ხელისგულზე უნდა გატარებდეს. აი, თქვენი გამოცემის მეშვეობით მე მინდა ვკითხო მას - ვინ ხარ შენ, მიხეილ სააკაშვილო და რა გააკეთე უკრაინისათვის ისეთი, რომ შენს თავს უფლებას აძლევ მე, როგორც ფინანსთა მინისტრი, რაიმეში დამადანაშაულო?" - მიმართა სერგეი მარჩენკომ მიხეილ სააკაშვილს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )