რეზონანსი
20.04.2021

არ არის აუცილებელი სასესიო კვირა იყოს. ხვალ არის სამუშაო დღე პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები აქ იქნებიან, - ამის შესახებ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, როდიდან ელის საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციონერი დეპუტატების ჩართვას.

„შეთანხმებაზე ხელმოწერისთანავე, პარტიები შედიან პარლამენტში და ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას. ხელმოწერა გაკეთებულია. 17 დამატებითი დეპუტატის ხელმოწერა არის ამ შეთანხმებაზე, ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ ხვალიდანვე ისინი იქნებიან პარლამენტში და აქტიურად შეასრულებენ საპარლამენტო საქმიანობას. ეს არის ხელშეკრულება, ეს არის მათი ხელმოწერა, ეს არის მათი სიტყვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )