რეზონანსი
20.04.2021

აშშ-ს სენატორის ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის გუშინდელ შეთანხმებას საქართველოს ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე დაბრუნება შეუძლია. 

სენატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების მდგრადობის ტესტი მისი განხორციელება იქნება. 

"ორშაბათის პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შორის არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ქვეყანაში გრძელდება. მოხარული ვარ, რომ შეთანხმება მოიცავს საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმებს, ასახულია საპატიმროში მყოფი ორი პოლიტიკური პირის საქმეები, და რწმენას იმისა, რომ ოპოზიცია შეუერთდება პარლამენტს. ორივე მხარემ არ დაიშურა ძალისხმევა, გამოავლინა გამბედაობა, რათა მიეღწიათ კომპრომისისთვის ქვეყნისა და ყველა ქართველის სასარგებლოდ. ამ შეთანხმებას შეუძლია დააბრუნოს საქართველო ევროატლანტიკურ ტრაექტორიაზე.

მადლობას ვუხდი ევროკავშირის ხელმძღვანელობას და აშშ-ს საელჩოს გუნდს ელჩ დეგნანის ხელმძღვანელობით მათ დაუღალავი მუშაობისთვის. 

კომპრომისის პოვნა იყო პირველი ნაბიჯი. ხელშეკრულების მდგრადობის ნამდვილი ტესტი იქნება მისი განხორციელება. "ქართულმა ოცნებამ" და ოპოზიციამ უნდა დაიცვან ეს შეთანხმება, რათა მოხდეს პოლიტიკური ნდობის აღდგენა. როგორც არაერთხელ მითქვამს, საქართველომ უარი უნდა თქვას პოლიტიკურ დევნაზე და ძლიერი და წარმატებული საქართველოს მშენებლობას შეუდგეს. ეს წაიყვანს ქვეყანას სწორი მიმართულებით, შეერთებული შტატები, მათ შორის, აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობრები, ყურადღებით დააკვირდებიან ამ პროცესს,"-წერია სენატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )