რეზონანსი
20.04.2021

პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ გულწრფელად დაწერილი შეთანხმების შემდეგ აუცილებელია ამ შეთანხმების ანალოგიურადვე აღსრულება. ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა დღეს პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"მთავარი, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არის ის, რომ მას მერე, რაც ეს ისტორიული შეთანხმების ტექსტი მომზადდა, ახლა უნდა ამას შესრულება და შესრულების გამოცდილება ისევე არ გვქონია, როგორც მსგავსი მოლაპარაკებების. რეალურად მთავარი პრობლემაა, მართლა შევძლებთ თუ არა გულწრფელი, იმ სულით დაწერილი დოკუმენტის ანალოგიურად აღსრულებას. ადამიანებმა, რაც სხვადასხვა მხარე იყვნენ, მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერეს, თქვეს, რომ ისინი ერთმანეთის მტრები აღარ არიან, ევროპული პრაქტიკა ნიშნავს იმას, რომ შენ ოპონენტს ესაუბრო და არ წარმოიდგინო ის გასანადგურებელ მტრად, ამას შევძლებთ თუ არა ქართველები, ჯერჯერობით, არ ვიცით და პირველად უნდა ვცადოთ. კითხვები, შევლენ თუ არა დარბაზში, აფუჭებს საქმეს, სინამდვილეში ისინი უნდა წავიდნენ სამუშაოდ იმისთვის, რომ დაწერონ ის კანონპროექტები, რომლებიც გამომდინარეობს იმ შეთანხმებიდან, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ამისთვის საჭიროა, რომ ეს ადამიანები ერთად იყვნენ დარბაზშიც, კაბინეტებშიც და კორიდორებშიც," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილმა ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებზეც ისაუბრა:

"ნიკა მელიას გათავისუფლება შეიძლება თითქმის დაუყოვნებლივ, ევროკავშირმა შესთავაზა საკუთარი გზა და ფორმა. ნიკა მელიამ, ჩემდა სამწუხაროდ, ამაზე პიროვნულად თქვა უარი, მას ჰქონდა შანსი, როგორც პარტიის ლიდერს, საკუთარ თავზე აეღო პასუხისმგებლობა და თავისი პოზიციიდან დაესრულებინა ის დაპირისპირება, რომლის მთავარი მხარეა მისი პირადი პარტია. მიუხედავად ამისა, არის მეორე გზა, რომელიც ამასაც კი აზღვევს და ჩვენ შეგვიძლია, ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილების გარეშე, მაინც გავათავისუფლოთ და ამას ჩხიკინი კი არ უნდა, უნდა დაჯდომა და შეთანხმება კონკრეტულ ტექსტზე და მერე კანონის მიღება," - აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )