რეზონანსი
20.04.2021

სალომე სამადაშვილი მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, ასეთი მიმართვა გამოქვეყნა:

"სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია-‘მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ "მოღალატეს" დავუძახებთ. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები".

მას სხვა სახის კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოა, რომ მან ნაცმოძრაობასთან კავშირი გაწყვიტა. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე კი პირდაპირ ამბობს, რომ თუ სამადაშვილი ოფიციალურად არ გაემიჯნება "ნაციონალურ მოძრაობას", ბარამიძე პარტიიდან მის გარიცხვას მხარს დაუჭერს, ხოლო პარტიის კიდევ ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა თქვა, რომ სამადაშვილის საკითხზე პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )