რეზონანსი
19.04.2021

ამ საღამოს ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული საქართველოშია, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე დისტანციურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

„ექვსი კვირის წინ საქართველოში ყველა თქვენთაგანს შევხვდი და გითხარით, რომ პოლიტიკური დიალოგი დაგეწყოთ. ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში შევხვდით. პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. პირობა მოგეცით, რომ ჩართული ვიქნებოდი და ჩემი პირადი წარმომადგენელი, ბატონი დანიელსონი გამოვაგზავნე. ჩემს დიპლომატიურ გუნდს დავავალე, ამ პროცესისთვის მხარი აქტიურად დაეჭირათ. ექვსი კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისა და მამაცობისთვის, რომ თქვენი ინტერესები გვერდზე გადადევით საქართველოს ინტერესების სახელით“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )