რეზონანსი
19.04.2021

ამ შეთანხმებას ხელს ვაწერ, რადგან 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც გარეთ პანდემიაა, მხოლოდ პარტიებს შორის თანხმობით შეიძლება ასეთი სიძნელეების დაძლევა.

„მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო მასპინძლობისთვის, მადლობა პრეზიდენტ მიშელს, მადლობა ელჩებს იმ გაწეული შრომისთვის, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში დაუღალავად ეწეოდით. ამ შეთანხმებას, მე პირადად, ხელს ვაწერ სწორედ იმიტომ, რომ 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში. ყველა ჩვენი ამომრჩეველი იყოს წარმოდგენილი ამ პარლამენტში, ვინაიდან, მხოლოდ თანხმობით შეიძლება, დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც გარეთ პანდემიაა, მხოლოდ პარტიებს შორის თანხმობით შეიძლება ასეთი სიძნელეების დაძლევა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )