რეზონანსი
19.04.2021

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან შარლ მიშელის მიერ მიღებულ ახალ დოკუმენტს აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიცია ამ შეთანხმების ხელშეკრულებამდეც უნდა შესულიყო პარლამენტში.

„შარლ მიშელის ახალი დამატება ფაქტობრივად მოიცავდა იმ პუნქტებს, რაც მოლაპარაკებების პერიოდში „ოცნებამ“ ისედაც წამოაყენა. ხან კობახიძის პირით ითქვა, ხან მონაწილეებმა გააჟღერეს. ამიტომ, მე მგონი შარლ მიშელმა სწორედ იმიტომ ჩადო ეს ვერსიები, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თანხმობას ელოდა და იმიტომ გადმოუგზავნა ოპოზიციას. ოპოზიციის მხრიდან ზოგიერთმა გაიხსენა ის ადრინდელი ეტაპი და თქვა კიდევაც, რომ ეს „ოცნების“ სცენარის გაგრძელებააო. მაგრამ მეორეს მხრივ, ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს ერთი სული აქვთ, როდის შევლენ პარლამენტში და ამიტომ დაეთანხმება იმ მოტივით, რომ ამ სიახლეს უჭერენ მხარს. ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო თავიდანვე. დათო ზურაბიშვილი ხელისუფლების დამცველად ნამდვილად არ ითვლება, ის იძახდა, რომ ალბათ მსოფლიოს საპარლამენტო ცხოვრების 3 სისულელეს რომ მოაგროვებენ, ერთ-ერთი ამათი ბოიკოტი იქნებაო.“- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )