რეზონანსი
19.04.2021

სააკაშვილი დღევანდელი დღით გამოწვეულ აგონიაშია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„სააკაშვილი გამოდის ერთ-ერთ არხზე. ცხრა წელია პარლამენტში ვიღაცები მუშაობენო, რას მიაღწიეს ერთი მითხარითო, პაუზა... ჟურნალისტი დუმს... ცოტა ხანში აგრძელებს, „...საქართველოში ერთადერთი, რითაც ხელისუფლება ფუნქციონირებს, არის დაჭერა, ცემა, პროვოკაცია, ეს ხო არ არის ხელისუფლება...“

რა ჰქვია ამას? არაადეკვატურობა? - ცოტაა. გაუკუღმართებული აზროვნება? - სხვა რამესაც ნიშნავს და კარგი, არც ეს. აგონია? - უფრო კი, დღევანდელი დღით გამოწვეული აგონია უფროა“, - წერს მამუკა მდინარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )