რეზონანსი
19.04.2021

არ მიკვირს, „ქართულმა ოცნებამ“ დანიელსონის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი და შარლ მიშელის დოკუმენტსაც მოაწერს, მათ შორის დიდი სხვაობა არ არის, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტან ძაბირაძემ ONGO-სთან საუბარში განაცხადა.

„არ ვფიქრობ, რომ მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებზე 43% აღება გაუჭირდეს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ასე ჩანს, არანაირი პრობლემა არ ექნება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას არ გამორიცხავს.

„სხვა შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება პრობლემა, რადგანაც პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი პარლამენტში გადავა, პროცესი პარლამენტის მიმართ გააჩენს ინტერესს და არა ქუჩის მიმართ. ქუჩის მიმართ არანაირი ინტერესი უკვე აღარ არის, საზოგადოებას ეს არ აინტერესებს. აღარაფერს ვამბობ „ევროპულ საქართველოზე“, გიგა ბოკერია კომიკურ მდგომარეობაშია “, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტის განმარტებით, ბრიუსელში საბოლოოდ მიხვდნენ, რომ პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში თხოვნის ნაცვლად მოთხოვნით უნდა მიმართონ.

„ახლა დადეს დოკუმენტი და პოლიტიკურ სპექტრს უბრალოდ მოსთხოვეს ხელის მოწერა, ამიტომაც, ახლა ყველამ დაიწყო ფიქრი“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )