რეზონანსი
19.04.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომ საერთაშორისო მოგზაურობისას ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა აუცილებელი პირობა არ უნდა იყოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტში აცხადებენ, რომ სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნა გააღრმავებს უთანასწორობას და ხელს შეუწყობს გადაადგილებას უთანასწორო თავისუფლებას.

„რეკომენდირებულია, ქვეყანაში შესვლის პირობად ვაქცინაციის გავლის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა მოთხოვნილი არ იყოს, ვინაიდან მსოფლიოში ვაქცინების განაწილების კუთხით უთანასწორო მდგომარეობა ფიქსირდება“, - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )