რეზონანსი
19.04.2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ შესაძლებელია ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დოკუმენტზე ხელის მოწერამდე მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება.

როგორც მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განმარტა, არსებობს რამდენიმე კითხვა, მათ შორის რატომ გადაწყდა 43%-იანი დათქმა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ამასთანავე, ვინ დათვლის ამ ხმებს.

სააკაშვილის თქმით, თუ ხმებს კვლავ თამარ ჟვანია ამჟამად მოქმედი სისტემით დაითვლის, კვლავ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. სააკაშვილი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, აიღოს ის მაგალითები, რომლებიც უკრაინასა და ბალკანეთში უკვე არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეთანხმება უბრალოდ თავის მოტყუება იქნება და არა კომპრომისი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )