რეზონანსი
19.04.2021

„ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიშელის ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით შალვა შავგულიძისა და არმაზ ახვლედიანის პოზიციას არ იზიარებს და მცდარ გადაწყვეტილებად აფასებს.

ამასთან, ბოკერია მიიჩნევს, რომ კიდევ უფრო უხერხული და არაკორექტული ვითარებაა დავით ბაქრაძის შემთხვევაში.

„ვწუხვარ, მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ასეთ ეტაპზე ამ განცხადების გაკეთება. შალვა და არმაზი ჩვენი პარტიის წევრები არ იყვნენ, არ არიან, ჩვენს პარტიულ სიაში იყვნენ. მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია, თან ახლა, ამ სიტუაციაში ამის დაფიქსირება. რაც შეეხება დავით ბაქრაძეს აქ კიდევ უფრო უხერხული და არაკორექტული ვითარებაა. დავითმა ჯერ არჩევნებამდე ჩვენს პოლიტიკურ გუნდში თქვა და შემდეგ საჯაროდ, რომ ცუდი შედეგის შემთხვევაში, საერთოდ არ აპირებდა პარლამენტში შესვლას და შემდეგ პარტიული პოლიტიკიდან მივდივარ, ვერ ვხედავ საკუთარ თავსო. რბილად რომ ვთქვა, უხერხული და არაკორექტული ამბავია, თუ ეს ყველაფერი იმ კონტექსტში იყო, რომ შემდეგ საკუთარ თავს პოლიტიკაში ვერ ხედავდა, მაგრამ პარლამენტში ხედავდა. მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი ამ კონტექსტში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )