რეზონანსი
19.04.2021

აღმოსავლეთ პარტნიორობამ გზა უნდა გაუხსნას ერთგულ პარტნიორებს ახალი თანამშრომლობისკენ და შესაძლებლობებისკენ, ისინი უნდა დაუახლოვდნენ ევროკავშირს, - ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, პოლიტიკურ საქმეთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი დღის წესრიგში პრიორიტეტულია.

„მას შემდეგ, რაც ეს ინიციატივა დაიწყო, ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ცვლილებები მოიტანა. ამასთან ერთად, ჩვენ გაზრდილი გამოწვევების წინაშე ვართ ჩვენი საერთო ღირებულებებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. ეს სამიტი შეიძლება, იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლისთვის. ყველამ ვიცით, რომ საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას და თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ასევე მიაღწია უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან. წინ წავიწიეთ ევროკავშირთან თანამშრომლობასა და ურთიერთობებში, ავიღეთ ვალდებულება, რომ ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას მივაღწიოთ. გვაქვს ამბიცია, დავუახლოვდეთ ევროკავშირს და მივაღწიოთ ევროკავშირში მეტ ინტეგრაციას.

საქართველომ განაცხადა, რომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს შეიტანს. რაც შეეხება არსებულ გამოწვევას, მათ შორის პოლიტიკურ და უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ მოვლენებს რეგიონში, მჯერა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა უნდა გაუმჯობესდეს და ადაპტირდეს თანამედროვე რეალობაში, რათა შეესაბამებოდეს ყველა პარტნიორი ქვეყნის საჭიროებებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ინიციატივა დაფუძნებულია ინკლუზიურობასა და დიფერენციაზე, რაც გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ მოქნილები, როდესაც ჩვენი პარტნიორობის მომავალი წლებია, ახალ დღის წესრიგზე ვმუშაობთ.

აღმოსავლეთ პარტნიორობამ გზა უნდა გაუხსნას ერთგულ პარტნიორებს ახალი თანამშრომლობისკენ და შესაძლებლობებისკენ, ისინი უნდა დაუახლოვდნენ ევროკავშირს. მათ შორის გაძლიერებული პოლიტიკური დიალოგით, უფრო ღრმა ეკონომიკური ინტეგრაციით და სექტორული თანამშრომლობის გზით. ჩვენ უნდა გადავხედოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი ასოცირებული პარტნიორების სხვადასხვა სექტორში ევროკავშირთან დასაახლოებლად და ასევე მოვახდინოთ კომპლექსური რეფორმების იმპლემენტაცია. ამისთვის საჭიროა მხარდაჭერის გაძლიერება, რათა მოხდეს ერთგულ პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების პროცესის დაჩქარება", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სფეროში არაერთი გამოწვევა არსებობს.

„საქართველოს და უკრაინის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს გამკლავება ჰიბრიდულ საფრთხეებთან და ამაზეც უნდა ვიმსჯელოთ, როგორ არის შესაძლებელი ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცება და ევროკავშირთან ამ კუთხით თანამშრომლობის გაძლიერება. ჩვენ ასევე უნდა ვნახოთ, როგორ შეიძლება თავისუფალი და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების უკეთ გამოყენება და რისი გაკეთება შეიძლება საქართველოს შიდა ბაზარზე უფრო მეტად ინტეგრაციისთვის. მაგრამ მთავარი არის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი, შეიქმნას გრძელვადიანი სტრატეგია და ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს მიმზიდველობა ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის და უპასუხოს ყველა ქვეყნის საჭიროებას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )