რეზონანსი
19.04.2021

მთავრობის N175 დადგენილებით, 2021 წლის 4 მაისიდან 8 მაისის ჩათვლით დღეები და 10-11 მაისი უქმე დღეებად განისაზღვრა. ეს დადგენილებაც მთავრობამ 16 აპრილს მიიღო, თუმცა, 4-11 მაისი უქმე დღეებად რომ გამოცხადდებოდა, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე 9 აპრილს გაჟღერდა.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, ერთობლივი ბრძანებით უნდა განსაზღვრონ ის მეწარმე სუბიექტები ან/და საქმიანობები, რომლებზეც არ გავრცელდება „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება და „რომელთა უწყვეტი ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვისთვის, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის“.

„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილება არ ვრცელდება ასევე „ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირებსა (გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოსი, რომელიც სხვა ნიშნით არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ პირს) და მათ მიერ/მათ წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე~.

„უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილება არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )