რეზონანსი
18.04.2021

პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებულ ქ.ნ. პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ლაგოდეხში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.ნ.-მ პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ცივი იარაღით, ხელის არეში დაზიანება მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით

მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )