რეზონანსი
18.04.2021

ჩემთვის ამ დოკუმენტში პრობლემურია სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი, - ამის შესახებ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა. კერძოდ, ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დოკუმენტზე ხელმოწერიდან ერთიკვირის ვადაში დატოვებენ.

„დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს და პირველ რიგში, ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარია მკაფიოდ ორი ადამიანის გამოშვებაზე. საუბარია მკაფიო ვადებსა და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა - ორივე ადამიანი: ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ ბმა ადგილობრივ არჩევნებზე არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად. მე გეტყვით გულწრფელად, ახლაც მიმაჩნია, რომ 43% არის ალოგიკური რიცხვი, სრულად ლოგიკური იქნებოდა 48 პროცენტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აიღო არჩევნებზე, მაგრამ სრულად მესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი და კომპრომისს ხანდახან მოაქვს ალოგიკური და თუნდაც, მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც. ამიტომ, ჩემთვის ამ დოკუმენტში პრობლემურია სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი. ამ ქვეყნის მომავლისთვის სრულიად კატასტროფად მიმაჩნია, ისევე როგორც ოპოზიციის სამომავლო წარმატებული ბრძოლისთვის, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია დაუპირისპირდეს დასავლეთს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )