რეზონანსი
18.04.2021

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ახლა პარტიები შიდა კონსულტაციებს გამართავენ, რათა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური პოზიციები ჩამოაყალიბონ.

„​ყველა პარტია გაივლის შიდა კონსულტაციებს და ჩამოყალიბდება პარტიული პოზიციები. ჩვენ ვნახეთ დასავლელი პარტნიორების მოწოდებები, რომ პარლამენტის ყველა წევრმა განიხილოს ამ შეთანხმების ხელმოწერა და ამიტომ საჯაროვდება ეს დოკუმენტი. დაიწყება საჯარო განხილვის პროცესი, რომელიც, სავარაუდოდ, დასრულდება იმით, რომ ვიღაც მისაღებად ჩათვლის ამ შეთანხმებას. რამდენადაც ვხვდები, ზოგმა პარტიამ ამის შესახებ უკვე განაცხადა. ვნახოთ, საბოლოოდ როგორ დასრულდება ეს პროცესი. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას ჯერჯერობით ის ჩამოყალიბებული არაა“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )