რეზონანსი
18.04.2021

მზად ვართ, რომ ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს ხელი მოეწეროს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის თქმით, მათ ბრიუსელიდან გააცნეს, მოლაპარაკებების საბოლოო დოკუმენტი, რომელიც კომპრომისული ვერსიაა და როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი შარლ მიშელი მიიჩნევს, თუ როგორ შეიძლება არსებული დაპირისპირების აღმოფხვრა.

„დოკუმენტი წარმოადგენს პოლიტიკური პროგრესს იმ თვალსაზრისით, რომ მასში არის ჩანაწერი, თუ როგორ უნდა მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე და რაც მთავარია, საკითხი, რომელზეც კომპრომისი შეუძლებელი იყო, ეს არის ორი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების საკითხი. ჩანაწერი არის მკაფიო და არის გზები, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეს ორივე პატიმარი“, - განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, მათთვის დოკუმენტი მისაღებია.

„დოკუმენტი არის მისაღები. მე შემიძლია, ვთქვა, „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით, რომ პოზიტიურად ვართ განწყობილი და მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს ხელი მოეწეროს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა, რომ შევთანხმდეთ“, - აღნიშნა სამნიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )