რეზონანსი
18.04.2021

რა უნდათ, რომ დანიელსონმა ჩამოართვას ძალაუფლება „ქართულ ოცნებას“ და მათ გადასცეს? სხვაზე არაფერზე არ არიან თანახმა, - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი ოპოზიციის მისამართით აცხადებს.

„შესულიყვნენ თავიდანვე პარლამენტში, ნუ აღიარებდნენ ამ არჩევნებს, ეღიარებინათ დე ფაქტო ვითარება და რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით შესულიყვნენ პარლამენტში, შიგნით მოეთხოვათ. ხომ არ იქნებოდა ამდენი უბედურება? არც მელიას დაიჭერდნენ და არც პოლიტპატიმრების საკითხი დადგებოდა. დასავლეთი ფაქტობრივად ელაპარაკება ოპოზიციას - ხელისუფლებას რაღაზე ელაპარაკება, თუ იმან ხელი უკვე მოაწერა? ამათ ეუბნება ხელი მოაწერეთო და ესენი ვითომ ვერ ხვდებიან და ცუდი თამაშის პირობებში კარგი სახის შენარჩუნება უნდათ - კარგი რა, ნუ დაგვღალეთ! შედით პარლამენტში, ნუ მოაწერთ ხელს ნურაფერს, თუ გინდათ, უპირობოდ შევიდნენ. ვის აქვს იმის ილუზია, რომ მართლმსაჯულების რეფორმაზე ხელს მოაწერენ და მურუსიძეს ვინმეს გაუშვებს სასამართლოდან? რა მართლმსაჯულების რეფორმა და პროკურორი და რა კომიტეტები? ეს ხომ მართლა სახის დაკარგვა იქნება, კომიტეტებზე გაიყიდეთო. უპირობოდ შევიდნენ. ერთადერთი მელია და რურუა უნდა გამოვიდნენ. ეწერა კიდეც იმ დოკუმენტში, რომ ამნისტიის საფუძველზე ხელისუფლებას არანაკლებ სჭირდება ამნისტირება და რურუას ნაწილში მოელაპარაკონ პრეზიდენტს - ევროკავშირის ელჩმა შეათანხმოს და დამთავრდება. რამდენიმე თვეა კატასტროფაში გვაცხოვრებენ. ეს არ არის ხალხისთვის მთავარი თემა.

ის არგუმენტები, რაც ოპოზიციას მოჰყავს, რას ჰქვია არ აწყობთ, შედითო ეუბნებიან. დათქმა იქნება, ხელისუფლებამ ორმოცი პროცენტი თუ ვერ აიღო, ამ შემთხვევაში რიგგარეშე შედგება. რატომ არ აწყობთ? თუ იმის თავი არ აქვთ, რომ ყველამ ერთად 60 პროცენტზე მეტი აიღონ, მაშინ რა პრეტენზია აქვთ? ის, რომ რიგგარეშე არჩევნები სხვანაირი არჩევნებია და ხალხი არ აქცევს ყურადღებას, ტყუილი არგუმენტია. თუ იქნება განცდა, რომ ეს არჩევნები წყვეტს ძალაუფლების ბედს, თვითმმართველობის არჩევნები აქციონ დიდ სახალხო პროცესად და თუ ამის თავიც არ აქვთ, დაგვანებონ თავი. მოვა ვიღაც სხვა და ჩაანაცვლებს. რა უნდათ, რომ დანიელსონმა ჩამოართვას ძალაუფლება „ქართულ ოცნებას“ და მათ გადასცეს? სხვაზე არაფერზე არ არიან თანახმა. ოპოზიციის ერთიანობა კარგია, მაგრამ ვერ მიაღწიეს მიზანს, რადგან ხალხი სხვა პრობლემებითაა დაკავებული და მათი დღის წესრიგით არ ცხოვრობს. ხრამი გაჩნდა მათსა და ხალხს შორის და აღიარონ, რომ არ გამოსდით, შევიდნენ ან არ შევიდნენ და დაამთავრონ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )