რეზონანსი
18.04.2021

მე ვიცი, ერთი რამ, ქვეყანა და ხალხი თუ ვინმეს ადარდებს, ეს კრიზისი უნდა დავასრულოთ, თუ არ ადარდებთ და ჰქონდეთ ეს „ბასტი-ბუბუ“!“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის წინ განაცხადა.

„დოკუმენტში რა ცვლილებები იქნება, არ ვიცი. იმ დოკუმენტში რაც ეწერა, არ იყო ცუდი მართლმსაჯულების რეფორმის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო წინსვლა თუ იქნება და კიდევ უფრო გაუმჯობესება მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმის კუთხით, ამას რა სჯობს! ბევრი შესწორება შეიძლება შევიდეს, რათა მართლმსაჯულება გახდეს სანდო, მართლმსაჯულების სისტემას ვენდობოდეთ და ყოველ ჯერზე არ ვლაპარაკობდეთ, ეს გამოუშვით და ის გამოუშვით! სისტემა უნდა გამორიცხავდეს ასეთ რამეს. მე ვიცი, ერთი რამ, ქვეყანა და ხალხი თუ ვინმეს ადარდებს, ეს კრიზისი უნდა დავასრულოთ, თუ არ ადარდებთ და ჰქონდეთ ეს „ბასტი-ბუბუ“!, - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )