რეზონანსი
17.04.2021

დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, ვიდრე ნიკა მელია ციხეშია და პოლიტიკური დევნა გრძელდება, მანამდე შეთანხება მიღწეული ვერ იქნება, – ამის შეასხებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას –  როგორ აპირებენ დასავლელი პარტნიორები დაარწმუნონ, რომ დოკუმენტზე ხელის არ მოწერა ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„შეთანხმება ყველა სხვა საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელია მას შემდეგ, რაც პოლიტიკური დევნა დასრულდება, პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებენ და მოვილაპარაკებთ. ახლა გინდა, ჩემი მეგობარი იყოს, გინდა პარტნიორი იყოს და ვინც გინდა ის იყოს, გინდა მტერი იყოს, ვისი ამოცანაც არის ის, რომ ზედმეტი თავის ტკივილი მოიხსნას და საქართველოს პარლამენტში როგორმე შეეტენოს ოპოზიცია, ვისგანაც არ უნდა წამოვიდეს ეს, ნამდვილად ვერ მივიღებთ.

ქვეყანა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად, ნაწილი საქართველოში იბალახებს ამ ბოსტანში, ვისაც უნდა და მეორე ნაწილი ამას ვერ შეეგუება. მე ჩემი ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, რადგან თქვენი ქვეყანაც ირის, მაგრამ ჩემი წილიც არის ამ ქვეყანაში, ჩემი წილი ქვეყანაც არის. აქ უნდა მოვკვდე და აქ უნდა ვიცხოვრო. ამიტომ, არ ვაპირებ ივანიშვილის ბოსტნად ვაქციო ჩემი ქვეყანა, გინდა მტერმა მომიწონოს და გინდა მოყვარემ, გინდა მტერმა გამაკრიტიკოს, გინდა მოყვარემ“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×