რეზონანსი
14.04.2021

გიორგი გახარიას ოპოზიციონერობა ამ შემთხვევში ცოტა გაურკვეველი და ბურუსით მოსილია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც უმრავლესობიდან წასული დეპუტატების და გიორგი გახარიას პოლიტიკური მომავლის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, ამ ეტაპზე, უმრავლესობიდან წასული დეპუტატები და გიორგი გახარია მისთვის ოპოზიციას არ წარმოადგენს.

„სანამ რაღაც ოპოზიციონერობაზე განაცხადებენ პრეტენზიას, მანამდე ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. პირველი, ამ რეჟიმის შეფასება, როგორ შეფასებას აძლევს ივანიშვილის ხელისუფლებას და ივანიშვილის რეჟიმს, როგორ შეფასებას აძლევს ყველა იმ გავლილ წლებს, როდესაც თვითონ იყო პრემიერი, მათ შორის, მაღალ თანამდებობებს იკავებდა. ვინ გასცა ბრძანება 20 ივნისს, ადამიანების დარბევაზე. თუ მას არ გაუცია ეს ბრძანება, მაშინ რატომ არაფერი არ თქვა?! შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ამ კითხვებს გაეცემა პასუხი, ისიც და მისი გუნდის წევრებიც კონკრეტულად, ადეკვატურ შეფასებას დაიმსახურებენ საზოგადოების მხრიდან, მხოლოდ შეიძლება პოლიტიკურ განზომილებაში მასზე საუბარი. ახლა, ჩემთვის, არც გახარია და არც ის ადამიანები, ვინც დღეს დატოვა „ქართული ოცნება" არ წარმოადგენს არც ოპოზიციას და არც მსგავს ოპოზიციურ პარტიასთან მიახლოებულს",-აცხადებს დეკანოიძე.

კითხვას, შეიძლება თუ არა განიხილონ უმრავლესობიდან წასული დეპუტატები და გიორგი გახარია, როგორც ბიძინა ივანიშვილის პროექტი, დეკანოიძე პასუხობს, რომ „მას არ სჯერა ბიძინა ივანიშვილი რომ ყოვლისშემძლეა".

მისივე თქმით, „ქართული ოცნება" ირღვევა, ამასთან იშლება პარლამენტშიც.

„თუ რაიმე სახის პოლიტიკური კონიუნქტურა ექნება გიორგი გახარიას და მასთან ასოცირებულ ადამიანებს, პირველ რიგში, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ "ქართული ოცნება" ირღვევა. ასეც არის, „ქართული ოცნება" დაირღვა, იშლება პარლამენტშიც",-აცხადებს დეკანოიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )