რეზონანსი
14.04.2021

გიორგი გახარიას პარტია რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებთან არ ითანამშრომლებს, ადგილობრივ არჩევნებში კი მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აკეთებს. 

ლილუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიამ უმრავლესობის წევრების გადაბირებით, შესაძლოა, პარლამენტში კრიზისი შექმნას და ქვეყანა ახალ არჩევნებამდე ამ გზით მივიდეს, ლილუაშვილი გახარიას მიერ პარლამენტში „პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად“ შექმნის შესახებ ინფორმაციას გაუგებარს უწოდებს.

რაც შეეხება შეკითხვას გახარიას პარტიის ფორმირების, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის გეგმებსა და ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, უკვე ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა: „რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიის მშენებლობის პროცესი ასევე ნებისმიერ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოიაზრებს და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ჩვენ რადიკალებთან არაფერი გვაქვს საერთო, დანარჩენებთან დაკავშირებით მომავალში გვექნება საუბარი“, - განაცხადა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )