რეზონანსი
11.04.2021

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სოფელ ნამოხვანში კარვების აღება მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში განხორციელდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მეტეოროლოგები ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას გვიწინასწარმეტყველებენ, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა. აქედან გამომდინარე დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ ეს კარვები იქიდან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამის საფუძველზე ვიმოქმედეთ და მეტ-ნაკლებად მშვიდობიან ვითარებაში მოხდა კარვების აღება. აქციის ორგანიზატორებს შევთავაზეთ (დემონსტრანტებს), რომ დავეხმარებოდით. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათთან ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×