რეზონანსი
02.03.2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ COVAX პლატფორმა ვაქცინის მოწოდების 2-3-კვირიან გადავადებაზე საუბრობს. 

"საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბოსნია - ეს ის 4 ქვეყანაა, რომელიც "ფაიზერის" მისაღებად შეირჩა. ​ჩვენ ყველამ მივიღეთ ერთნაირი კომუნიკაცია 29 იანვარს, სადაც მითითებული იყო ვაქცინის მიღების თარიღად თებერვლის შუა რიცხვებიდან, თებერვლის ბოლომდე. ეს თარიღები ყველა ქვეყნისთვის ერთნაირად გადავადდა. 

ჩვენ, კვლავ ვაგრძელებთ COVAX-თან და "ფაიზერთან" თანამშრომლობას და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გადავადება მოკლე ხანში აღმოიფხვრება. COVAX პლატფორმა 2-3 კვირიან გადავადებაზე საუბრობს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს დაპირება მიმწოდებლის პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )