რეზონანსი
26.02.2021

ტელეკომპანია "დოჟდ-ის" ეთერში მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლაზე ისაუბრა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არასდროს მიუცია პირობა, კონკრეტულად რომელ რიცხვში ჩამოვიდოდა, თუმცა, თუ ამის საჭიროება იქნება, სააკაშვილი მზადაა დადოს პირობა და შეასრულოს.

"არასდროს მიმიცია პირობა, რომ რომელიმე კონკრეტულ რიცხვში ჩამოვიდოდი... ჩემი ჩამოსვლა მოსახლეობის 60-70%-ს სურს", - განაცხადა ექსპრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთ შენობაში მიმავალ სააკაშვილს მისმა მხარდამჭერმა უსაყვედურა, რომ მრავალი დაპირების მიუხედავად, საქართველოში ჩასვლას აყოვნებს, რასაც მან ირონიით უპასუხა: „ახლა მოვახტები პირველივე რეისს და წამოვალ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )