ია აბულაშვილი 01.05.2021

ქართულ მარლმდიდებელ ეკლესიებში არაერთი წმინდა ნაწილია დავანებული, რომელიც მაცხოვრის წმინდა სახელს უკავშირდება. მაცხოვრის წმინდა ნაწილები საქართველოში პირველად მე-4 საუკუნეში ჩამოაბრძანეს. ეს იყო „ძელი ცხოვრებისა“, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ქართლის მეფე მირიანს საჩუქრად გამოუგზავნა, მასზე ქრისტე იყო გაკრული. აქედან მოყოლებული „ძელი ცხოვრებისა“ საქართველოს სამეფოს ატრიბუტად იქცა და ისტორიულ წყაროებში, ქართველ მეფეთა ლაქშრობის აღწერებში, მოიხსენიებოდა სეფე დროშასთან და სამეფო ჯვართან ერთად.
|
ია აბულაშვილი 27.04.2021

მაჩხანის ეკლესია ერთ-ერთი ადრინდელი და ზუსტად დათარიღებული ქართული ხუროთმოძვრების ძეგლია თბილისის მიდამოებში, რომელიც მდებარეობს წოდორეთთან ახლოს. ტაძარი ააგეს 853 წელს არაბათა ბატონობის ხანაში და იგი ტუფით არის აშენებული. ეკლესიის სამხერთ ფასადზე გამოსახულია ჯვრები, ინტერიერში კი შემონახულია მე-11 საუკუნის მოხტულობის კვალი.
|
ია აბულაშვილი 26.04.2021

აღდგომის სცენებს ქრისტიანულ მხატვრობაში უძველესი დროიდან განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ადრექრისტაინულ ხანაში აღდგომის სიმბოლური სახეები გამოსახული იყო სარკოფაგებზე და რელიეფებზე.
|
ია აბულაშვილი 21.04.2021

საქართველოში ტაძრების მოხატვა მოზაიკით სათავეს უძველესი დროიდან იღებს. ყველაზე ადრეული ქრისტიანული მოზაიკა ბიჭვინთის ტაძრის იატაკია. მოზაიკა გვხვდება ასევე შურისხევში, ძალისში, გელათში და მარტვილში. ამ პერიოდიდან შემოგვრჩა წრომის ეკლესიის კედლის მოზაიკა.
|
ია აბულაშვილი 20.04.2021

შორეთის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ასპინძაში, სოფელ ოთის მთაზე მდებარეობს, კედლის მოზაიკით შემკული ორსართულიანი ლავრაა სამრეკლოთი, სკრიპტორიუმით, მცირე სამლოცველო ციხით და კლდეში ნაკვეთი სენაკებით. მთავარი ეკლესია მე-6 საუკუნეში აუგიათ, რასაც მოწმობს ორი საძვალე და საკურთხევლის კარებში ჩაშენებული ქვის სვეტი-ჯვარი. ეკლესიის დანგრევის შედეგ, მე-9 საუკუნეში აუგიათ ახალი ეკლესია, მე-12 საუკუნეში კი მონასტრად გადაუკეთებიათ.
|
ია აბულაშვილი 19.04.2021

შუა საუკუნების ქართული ხუროთმოძვრების უნიკალური ძეგლი ბარალეთის ეკლესია, რომელიც ჯავახეთში, სოფელ ბარალეთში მდებარეობს მე-13 საუკუნით თარიღდება. ისტორიული წყაროების მიხედვით, ეკლესია თამარ მეფის ვაჟს ლაშა გიორგის აუგია, სავარაუდოდ 1213 წელს.
|
ია აბულაშვილი 18.04.2021

ბორჯომის ხეობის ერთ-ერთ უძველეს სოფელ ტაძრისში, რომელსაც ეს სახელი ტაძრების სიმრავლის გამო მიუღია, საეკლესიო ცხოვრება მე-9 საუკუნიდან იწყება. მონასტერი აქ მე-10 საუკუნეში აუგიათ, რომელიც გრიგოლ ხანძთელისა და გიორგი მთაწმინდელის სახელს უკავშირდება.
|
ია აბულაშვილი 14.04.2021

ქართულ საეკლესიო ხელოვნებაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია გორის ჯვრის ტაძარის ჯვარს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ტაძრის საკურთხეველში იყო აღმართული.
|
ია აბულაშვილი 13.04.2021

სამსარის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ჯავახეთში მდებარეობს, მე-9 საუკუნით თარიღდება. სამონასტრო კომპლექსში შედიოდა დიდი გუმბათიანი ეკლესია და ორ-სამ რიგად ტერასულად გამოკვეთილი გამოქვაბულები.
|
ია აბულაშვილი 11.04.2021

„საძეგურის ჩრდილოეთს არს მონასტერი ლარგვისი წმინდის თეოდორესი, შემკული ყოველარს“ - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ქართული ხურთომოძვრების ერთ-ერთ უნიკალურ ძეგლს ლარგვისის მონასტერს.
|
ია აბულაშვილი 07.04.2021

დავითგარეჯის სასწაულებზე არაერთი ლეგენდა არსებობს, მათ შორის არის ლეგენდა „ცრემლების წყალზე", რომელსაც მორწმუნეები „მადლის წყალსა" და „დავითის წყალს" უწოდებენ. ეს წყალი მოედინება უდაბნოს მთის კალთის ერთ-ერთ გამოქვაბულში, კლდიდან ცვარივით წვეთავს წყალი, რომელიც კურნავს უშვილობასა და თვალის დაავადებებს.
|
ია აბულაშვილი 05.04.2021

"ვერეს დაბის დასალეთით არს, დანახვისის მთის ძირს, მონასტერი კეთილშობილი"- ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ქართული ხურომოძღვრების უძველეს ძეგლს ვერეს მონასტარს, რომელიც გორში სოფელ გარადტენიდან მდინარე ვერეს ნაპირებზე ტყეში აუგიათ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|