ია აბულაშვილი
19.10.2021

ყუმის ტაძარი ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონში, ტყით დაბურულ ძველ ქართულ სოფელში ყუმში მდებარეობს და მე-6-7 საუკუნეების ქართული მონუმენტური არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია. აქ ქართველებს ძველად სამი ეკლესია აგიათ და ერთ-ერთია ყუმის ბაზილიკა, რომელიც შედარებით კარგად არის დაცული. 

ტაძარი აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა თავის ნარკვევებში, სადაც წერია, რომ ტაძარი ღვისმშობლის სახელზე  აუგიათ. ადგილობრივი ქართველები ყუმის ტაძარს „ყუმის დღედაღვთისას“ ეძახდნენ.

უნიკალური ეკლესიის შესახებ ცნობებს გვაწვდის ცნობილი ქართველი მეცნიერი ხახანაშვილი  1895 წელს გამოცემულ წიგნში: „ყუმის ტაძარს სამი კარი აქვს,  დიდრონი, თბილისის ეკლესიის კარებივით, აგებული  ყოფილა ანჩიხატის ეკლესიასავით. სამი თაღი აქვს. ნაშენია რიყის დიდრონი ქვებით. ეტყობა ადგილობრივ ოსტატებს აუშენებიათ“. 

ტაძარზე დატანებული იყო ასომთავრული წარწერა, რომელიც დღეს დაკარგულია. თავისი არქიტექტურით კი ტაძარი ბოლნისისა და ვაზისუბნის ტაძრების ანალოგია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×