ია აბულაშვილი
01.05.2021

ქართულ მარლმდიდებელ ეკლესიებში არაერთი წმინდა ნაწილია დავანებული, რომელიც მაცხოვრის წმინდა სახელს უკავშირდება. მაცხოვრის წმინდა ნაწილები საქართველოში პირველად მე-4 საუკუნეში ჩამოაბრძანეს. ეს იყო „ძელი ცხოვრებისა“, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ქართლის მეფე  მირიანს საჩუქრად გამოუგზავნა, მასზე ქრისტე იყო გაკრული. აქედან მოყოლებული „ძელი ცხოვრებისა“ საქართველოს სამეფოს ატრიბუტად იქცა და  ისტორიულ წყაროებში, ქართველ  მეფეთა ლაქშრობის აღწერებში, მოიხსენიებოდა სეფე დროშასთან და სამეფო ჯვართან ერთად.

წერილობითი წყაროების მიხედვთი, უფლის სახელთან დაკავშირებული სიწმიდეები ინახებოდა ოთხაშენის ეკლესიაში, რომლებიც იერუსალიმიდან ჩამოუტანიათ. ამ ეკლესიის მშვენება იყო სულიწმინდის მოსვლის დღეს ტრაპეზზე ბარძიმის ქვეშ დადებული ვარდი - „ბანბანა, ცხოველმყოფელისა ნაბანი, რომ განწმინდეს“; „ბზის ნაწილები“, რომელსაც ფეხქვეშ უფენდნენ მაცხოვარს იერუსალიმში შესვლის დროს. 

საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახებოდა „ქრისტეს საფალავის ლოდი“, „მდინარე იორდანეს კენჭი“, რომელიც დღეს საქართველოს საპრატრიარქოშია დაცული.

წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში, რომელიც ავჭალაში მდებარეობს, ინახება მაცხოვრის ღრუბელის ნაწილი, ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, აღდგომის ქვის ნაწილი, რომელიც საფლავიდან გადაადგორეს ანგელოზებმა.

სამების ტაძარში ინახება მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული კიდევ რამდენიმე სიწმინდე - ქვა მაცხოვრის საპყრობილედან, მიწა გეთსამინიის ბაღიდან, ქვა გოლგოთიდან, მაცხოვრის დროინდელი ზეთისხილის ხის ნაწილი და მიწა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )