
აღდგომის სცენებს ქრისტიანულ მხატვრობაში უძველესი დროიდან განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ადრექრისტაინულ ხანაში აღდგომის სიმბოლური სახეები გამოსახული იყო სარკოფაგებზე და რელიეფებზე.
აღდგომის ხატად მოიაზრებოდა ახალი აღთქმის ის ადგილები, სადაც აღდგომის უწყება და განცხადებაა აღწერილი; მათ შორის არის, მენსაცხებელი დედები უფლის საფლავთან ქრისტეს აკლდამასთან ხედავენ ანგელოზს, რომელიც გადაგორებულ ლოდზე ზის და მაცხოვრის აღდგომას აუწყებს;
მაცხოვრის აღდგომის სცენებით მოხატული იყო საქართველოს ტაძრები, მათ შორის ერთ-ერთი უნიკალურია ყინწვისის მონასტერი, თამარ მეფის ნება- სურვილითა და განძით აშენებლი. ტაძრის მოხატულობა კი დღესაც აღიარებულია მთელს მსოფლიოში.
აღდგომის მაუწყებელი ანგელოზის ფრესკა "ყინწვისის ანგელოზი" ფერადოვნებით და დახვეწილობით, მე-12- მე-13 საუკუნის ქართული ხელოვნების შედევრია. ქრისტეს საფლავთან გადაგორებულ ლოდზე მჯდომი ანგელოზი შუა საუკუნეების ქართული მხატვრობის სიმბოლოდ იქცა.
ყინწვისში, ამ კომპოზიციის საპირისპიროდ, კედელზე გამოსახულია ასევე თომას დარწმუნება და სამი ყრმა სახმილს შინა; ეს ორივე ფრესკა ეძღვნება აღდგომის თემას, მთელი მოხატულობა კი განკაცებული უფლის აღდგომას წარმოადგენს.