
საქართველოში ტაძრების მოხატვა მოზაიკით სათავეს უძველესი დროიდან იღებს. ყველაზე ადრეული ქრისტიანული მოზაიკა ბიჭვინთის ტაძრის იატაკია. მოზაიკა გვხვდება ასევე შურისხევში, ძალისში, გელათში და მარტვილში. ამ პერიოდიდან შემოგვრჩა წრომის ეკლესიის კედლის მოზაიკა.
წრომის ტაძარი, რომელიც მე-7 საუკუნეში აუგიათ, მის საკურთხეველს ამკობს უნიკალურ მოზაიკა, სადაც წარმოდგენილია მაცხოვარი ძოწეულის სამოსელში. მისი მარჯვენა ხელი კურთხევის ნიშნად ზევითაა აპყრობილი, ხოლო მარცხენა ხელში უპყრია გრაგნილი ძველი ქართული დამწერლობით. მაცხოვარი დგას კვარცხლბეკზე.
ორივე მხრიდან მაცხოვრისკენ მიისწრაფიან მოციქულები თეთრ სამოსელში. წვეროსანი შარავანდედით პეტრე მოციქულის გამოსახულებაა. მეორე ხელებგაწვდილი ფიგურა- მოციქული პეტრე.
წრომის მოზაიკა ანალოგია ძველი ქრისტიანული ხელოვნების ძეგლების, ასეთი მოზაიკა შემორჩენილია პალსტინაში, ქართულ ტაძარში, ბირ-ელ კოტში.
მოზაიკის კენჭები შედგებოდა სხვადასხვა ფორმის და ზომის ოქროს კენჭებისგან. მსხვილ კენჭებთან ერთად იყენებდნენ წვრილ კენჭებსაც. მოზაიკით ამკობდნენ ხატებს, საქართველოში მოზაიკით მოხატული მხოლოდ ერთი ხატია შემორჩენილი, წმინდა გიორგის მოზაიკური ხატი, რომელიც მე-13 საუკუნეშია შექმნილი.
ოქროს ფონზე საგულდაგულოდ შერჩეული ოქროს, ლურჯი, წითელი სმალტისა დ მარმარილოს უმცირესი ნატეხებისგან შედგენილი წმინდა გიორგის გამოსახულება ნაირფერად ბრწყინავს.