ნატალია ჯვარიძე 25.07.2025

ევროპარლამენტი აცხადებს, რომ საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში მანამ, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის. მმართველ პარტიაში უკვე აღარ უკვირთ მსგავსი განცხადებები. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ოცნების" მხრიდან ევროპარლამენტის იგნორირება დიდი შეცდომაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 25.07.2025

„ოცნება" ლევან ხაბეიშვილს უსვამს კითხვას, თუ საიდან აპირებს იმ თანხების მოძიებას, რომელიც თავის სკანდალურ განცხადებაში გააჟღერა. საქმე ეხება ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარის მიმართვას ძალოვანი უწყებისა და გდდ-ს თანამშრომლებისადმი, სადაც ხაბეიშვილი ძალოვნებს მოუწოდენს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის გაერთიანდნენ, ხოლო ის სამართალდამცველები, რომლებიც „იარაღს არ ისვრიან", ჯილდოს სახით 200 000 დოლარს მიიღებენ.
|
ნატალია ჯვარიძე 24.07.2025

„ქართულ ოცნებას" ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვების პრობლემა კი არა აქვს, არამედ დასწრების, რადგან მათი ბევრი მომხრე ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ისედაც მოიგებს და ამიტომ საარჩევნო უბნებზე გამოცხადებით თავს არ იწუხებენ, რაც ბევრ რამეს აფუჭებს, აცხადებს პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 24.07.2025

„მეგობარი" აქტის მიღება შეჩერდა, რომელიც საქართვლოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისთვის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. ცნობილი ხდება, რომ სამმა სენატორმა ეს დოკუმენტი ე.წ. ჩუმი მოსმენის დროს დაბლოკა. „ოცნება" აცხადებს, რომ დოკუმენტის მიღებამ შესაძლოა დიდი ხნით გადაიწიოს, ოპოზიციაში კი დარწმუნებულები არიან, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შეფერხებაა და აქტს ამ წლის ბოლომდე მიიღებენ.
|
ნატალია ჯვარიძე 24.07.2025

მმართველი პარტია ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ოცნების" კანდიდატი ის იქნება, თუმცა ოფიციალური წარდგენა უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი. მანამდე ვრცელდებოდა ხმები, თითქოს კობახიძის გუნდი კალაძის სხვა კანდიდატით ჩანაცვლებას გეგმავდა, თუმცა ბოლო დროს ამ ხმების ინტენსივობა მინავლდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.07.2025

ახლა პოლიტიკური ველი ფაქტიურად სამადაა გაყოფილი - ერთის მხრივ ხელისუფლება, მეორეს მხრივ კი ორ ფლანგად გაშლილი ოპოზიცია. ბოიკოტის მომხრეები აგვისტოში პროტესტის უწყვეტად გაგრძელებას და წინააღმდეგობის კერების შექმნას აანონსებენ, სექტემბერში კი პროტესტის დიდ ტალღას ელოდებიან. ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი არჩევნებისთვის ემზადებიან.
|
ნატალია ჯვარიძე 23.07.2025

არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებულ იქნას საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, არის ხელისუფლების შეცვლა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
|
თამთა ჩაჩანიძე 23.07.2025

ბარიერგადალახული ოპოზიციის ორივე ფლანგს 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის საკუთარი გეგმები აქვთ - ბოიკოტის მომხრე 8 პარტია და მათი აქტივისტები რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას" იწყებენ. არჩევნებში ჩართვის მომხრეები კი, თავის მხრივ მონაწილეობისთის ემზადებიან, მიუხედავად მათი ლიდერების ციხეში ყოფნისა.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.07.2025

20 ოქტომბერია ის სავარაუდო თარიღი, როდესაც ევროკავშირი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა მანამდე 29-30 აგვისტოს ბლოკის წევრი ქვეყნის მინისტრები დანიაში არაფორმალურ ფორმატში სამიტს გამართავენ, სადაც შეჯამდება, როგორ შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის მიერ გაგზავნილი რვა მოთხოვნა. მანამდე ცნობილი ხდება, რომ სანქციებს მინიმუმ რვა წევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება. მათი „ვინაობა" არ მჟღავნდება, თუმცა ცნობილია, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით იტალია აქტიურობს.
|
თამთა ჩაჩანიძე 22.07.2025

გიორგი ვაშაძეს პოლიტიკური ბრძოლის ახალი იდეა აქვს - „სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი ციხიდან ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით „წინააღმდეგობის პლატფორმის" და თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილე 8 პარტიის ბაზაზე საერთო სახელით გაერთიანებას სთავაზობს.
|
მარიამ ვეკუა 21.07.2025

ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციაში დაპირისპირება მძაფრდება. ერთ მხარეს დგანან „ლელო - ძლიერი საქართველო" და გიორგი გახარია, მეორე მხარეს კი - ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები. ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიციის ახალი ტაქტიკა და გეგმა პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პოლიტიკოსების დევნაა.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.07.2025

მმართველ პარტიაში კვლავ რევოლუციაზე საუბრობენ - "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ევრობიუროკრატები უვიზო მიმოსვლის საკითხს "შანტაჟის მექანიზმად" გამოყენებას ცდილობენ, რათა ქვეყანაში ქაოსური ფონი შექმნან, რომ "დაძაბულობა რევოლუციამდე მივიდეს".
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|