თამთა ჩაჩანიძე
01.07.2022

ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ 12 პუნქტიან გეგმა-რეკომენდაციაში დეპოლარიზაცია ზუსტად პირველ პუნქტადაა დაწერილი. ვფიქრობ, რომ ეს პუნქტი ენმ-ს რადიკალიზმის გამო შეუსრულებადია. არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ენმ და „ქართული ოცნება" რომელიმე საკითხის შესაჯერებლად და გადაწყვეტილების გამოსატანად ერთად დასხდებიან, თუნდაც პარლამენტის შენობაში. აქ საერთაშორისო მედიაციაც ვეღარ ჩაერთვება - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მეტიც, ფიქრობს, რომ საქართველოში პოლარიზაცია დღითიდღე უფრო რთულ ფორმებს იღებს.

„ამ მოცემულობიდან გამომდინარე, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლარიზაციის ამ ტემპერატურას დაუწიოს, ეს უწინარესად სააკაშვილის პოლიტიკურ ჭირვეულობასთანაა დაკავშირებული. მას დღემდე იმის ილუზია აქვს, რომ მისი პარტია საქართველოს ხელისუფლებაში რევოლუციური სცენარით მობრუნდება, რაც გამორიცხულია. ამისთვის ომის და ღალატის პარტია ყველა საშუალებას იყენებს, ეს იქნება მედია, არასამთავრობო სექტორის ნაწილი თუ უცხოელი ლობისტები.

„ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ 12-პუნქტიან გეგმა-რეკომენდაციაში დეპოლარიზაცია ზუსტად პირველ პუნქტადაა დაწერილი. ვფიქრობ, რომ ეს პუნქტი ენმ-ეს რადიკალიზმის გამო შეუსრულებადია. საქართველოში დემოკრატია რა თქმა უნდა არის. მედია-თავისუფლება ჩვენთან საკმაოდ ჭარბადაა, სააკაშვილს და კეზერაშვილს დაქვემდებარებული მედია უკადრებელს კადრულობს, ბოროტ დეზინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც არანაირი ლიმიტი არა აქვს. მათი გაგებით ეს კრიტიკული მედიის ფარგლებში ჯდება, რაც ასე არაა.

„პირადად მე არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ენმ და „ქართული ოცნება" რომელიმე საკითხის შესაჯერებლად და გადაწყვეტილების გამოსატანად ერთად დასხდებიან, თუნდაც პარლამენტის შენობაში. ვფიქრობ, რომ აქ საერთაშორისო მედიაცია ვეღარ ჩაერთვება, რადგან შარლ მიშელისა და სხვათა ვიზიტების შემდეგ, ევროპიდან მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველომ საკუთარი შიდა პოლიტიკური საკითხები ჩარევის გარეშე თავადვე უნდა მოაგვაროს. ისევ იმავე მოჯადოვებულ წრეზე დავდივართ.

„ახლა, როცა სააკაშვილის პარტია იმის მოლოდინშია, რომ ე.წ. ტექნიკურ მთავრობას შექმნის და მასობრივი პროტესტები იქნება, ამასზე საუბარი ზედმეტია. ვახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ მგონია, რომ ზუსტად ისე განვითარდება, როგორც ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში იყო. ათასგვარი ე.წ. რევოლუციები, დაუმორჩილებლობები გვახსოვს, რომლებმაც ბოლოს სააკაშვილისთვის ფიასკო ნახა.

„რაც შეეხება 3 ივლისის აქციას, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, ისე საქართვლოში ყველა ადამიანს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აქვს, მაგრამ ეს როგორც კი კანონიერების ჩარჩოს გასცდება, თუ უწინდებურად პარლამენტის და სხვა ადმინისტრაციული შენობების ბლოკირებებს დაიწყებენ, იქნება შეჭრის მცდელობა და ა.შ. მათ ისეთივე კანონიერი პასუხი გაეცემათ, როგორც მანამდე მოხდა.

„მათ უნდათ, მუხტი ასწიონ და არაა გამორიცხული, რომ ეს სცენარი კიდევ ერთხელ განმეორდეს. ასევე ისიც არაა გამორიცხული, რომ მაგალითად ევროპიდან, კიევიდან გარკვეული უცხოელი ლობისტები ჩართონ და უკადრებლის კადრებით, რასაც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა ჰქვია, მუხტი მათ უფრო ასწიონ. თუმცა მოდით, 3 ივლისს დაველოდოთ", - განაცხადა აბაშიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×