ია აბულაშვილი
16.05.2022

პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება და თავს დამნაშავედ არ სცნობს- ასეთი იყო ნიკა გვარამიას მთავარი გზავნილი სასამართლო დარბაზიდან. მან მიმართა ოჯახს, რომ არ ინერვიულონ; მასთან დაკავშირებით "არა და არასდროს" სიტყვა არ დაძრან "პრეზიდენტად წოდებულ სალომე ზურაბიშვილთან". "მთავარ არხელებს" მოუწოდა დარჩნენ ტელვიზიაში და ერთად იბრძოლონ თავისუფლებისთვის. საზოგადოებას სთხოვა მხარი დაუჭირონ "მთავარ არხს", ბიძინა ივანიშვილს კი დაჰპირდა, რომ "სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევო".

"მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც სამეწარმეო ორგანიზაციაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

მის დაპატიმრებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება პოლიტიკურ წრეებში. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ გვარამიას დაკავება არ აძლევთ უფლებას გახდნენ ჭირისუფლები, ამიტომ უკომპრომისო ბრძოლას იწყებენ მის გასათავისუფლებლად.

უფრო მეტი შემართებით აწყებს ბრძოლას "მთავარ არხი". "ნიკა გვარამიას ბოლო წლების მთავარი ქმნილება "მთავარი არხი" აგრძელებს ბრძოლას ნიკას თავისუფლებისთვის, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გახადა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთი სიმბოლო"- აცხადებს გიორგი გაბუნია; ნანუკა ჟორჟოლიანი კი ჰპირდება საზოგადოებას, რომ "ივანიშვილისთვის, რომლისთვისაც "მთავარი რახი" აზოვსტალი გახდა, ზუსტად ისე დაამთავრებს, როგორც პუტინის რუსეთი ამთავრებს ახლა".

პროტესტის რა ფორმას აირჩევს თავად გვარამია, ექსპერტებს პროგნოზი გაკეთება uჭირთ. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ გვარამია პროტესტის უკიდურებს ფორმას - შიმშილობას არ მიმართავს და ციხიდან ის აქტიურ საინფორმაცო პოლიტიკას აწარმოებს. მისი თქმით, გვარამია აქტიურად გამოიყენებს სოციალურ ქსელებს, იქნება ძალიან ბევრი განცხადება, მოწოდება და მიმართვა, საერთაშორისო ორგანიზაციების მისამართით.

"გვარმიას საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრდება, შემდეგ ადოკატები მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს. რაც შეეხება პროტესტის რა ფორმას აირჩევს, გვარამია იქნება ძალიან აქტიური და არავითარ შიმშილობას არ დაიწყებს. სოციალურ ქსელებში გაავრცელებს განცხადებებს, მოწოდებებს, მიმართვებს, ციხიდან, ანუ აქტიურ საინფორმაცო პოლიტიკას აწარმოებს. მთავარი ადრესატები იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციები"- განაცხადა "რეზონანსთან" პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.

ექსპერტი პეტრე მამარაძე აცხადებს, რომ ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენად ვერ იქცევა.

"რთული წარმოსადგენია გვარამიას ბრძოლა და ისიც ციხიდან, რადგან იგი გამოირჩეოდა ყოველთვის თავისი ქცევით და გამოსვლებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებდა "ნაცმოძრაობის" იმიჯს. ის იყო ერთ-ერთი საფრთხობელა, რომელიც საზოგადოებას მუდმივად ახსენებდა, რომ "ჩვენ არსად არ წავსულვართ და ხელისუფლებაში როცა დავბრუნდებით ვაი თქვენი ბრალიო";

"გვახსოვს მისი ეპატაჟური გამოსვლები, ისიც როგორ იქცეოდა სააკაშვილის თანამზრახველი გვარამია სხვადასხვა თანამდებობზე ყოფნისას. მისი ავტორობით შექმნილი ფილმი "ნოემბრიდან-ნოემბრამდე", ეს იყო მისი ხელწერა; ამიტომაც რეალური მხარდამჭერები არ ჰყავს, მათ შორის არც "ნაცმოძრაობაში".

"ბრალდებასთან დაკავშრებით, რომ ამაში ხელისუფლებაა დამნაშავე, ყველამ კარგდა იცის, რომ ასტრონომიული თანხები იხარჯებოდა "რუსთავი 2"- ში, გვარამიაც ასტრონომიულ თანხებს იღებდა ყოველ თვე გასამრჯელოს სახით, რაც ნამდვილად არ იყო უანგარო მოღვაწეობა.

"გვარამია ნამდვილად არ არის ისეთი ფსიქოპატი, როგორც სააკაშვილი, ის ცივსისხლიანი თაღლითია, ამიტომ შეიძლება შიმშილობა არ დაიწყოს. თუ დაიწყებს, ალბათ "ნაცბანდამ" ასე გადაწყვიტა.

"ძნელად წარმომიდგენია ისიც, როგორ უნდა გააკონტროლოს ციხიდან ტელევიზია, ან რატომ უნდა შეიწყლოს პრეზიდენტმა, როცა საზოგადოებაში გვარამიას მიმართ სიმპატია არ არის. შეიძლება ნიკა გვარამიამ აქტიურად გამოიყენოს ის ფაქტი, რომ ის არის ტელევიზიის დამფუძნებელი და ხელისუფლება მას "კრიტიკული სიტყვისთვის" დევნის- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×