ელზა პაპოშვილი
23.04.2021

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ამბობს, რომ ნიკა მელიასა და  მისი პარტიისთვის უმჯობესი იქნება, „მასკარადს მორჩნენ“ და მომავალ არჩევნებზე იფიქრონ. თუ არადა, დასავლეთის თვალში ბოლომდე გამარგინალდებიან. 

„მელია ადრე თუ გვიან ციხიდან ნამდვილად გამოვა. ის იქ დამრჩენი ნამდვილად არ არის. უბრალოდ უმჯობესია საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე დაფიქრდეს და ბოლომდე სააკაშვილის კაპრიზების მძევლად უნდა იქცეს. ეს მისი გადასაწყვეტია. ცხადია გარაოთი იქნება ეს თუ ამნისტიით, ის ნამდვილად გარეთ გამოვა და ჯობია ადგილობრივი არჩევნებისთვის მოემზადოს - თუ მას უნდა, რომ დედაქალაქის მერობის კანდიდატი იყოს ან მის პარტიას თუ სურს,რომ გარკვეული ხმები მოიპოვოს და საერთოდ რეიტინგი არ დაკარგონ. 

„ნაციონალებმა“ და „ევროპელებმა“ ასე თუ გააგრძელეს, ისინი დასავლეთის თვალში ბოლომდე მარგინალიზებულები დარჩებიან. თუ მათ ისღა დარჩენიათ, რომ საკუთარ კონტროლიერებად ტელევიზიებში ისხდნენ და პარლამენტთან 10 კაცი შეკრიბონ, ეს უკვე მათი პოლიტიკური არჩევანია. 

„ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერი გააკეთა, იქნებოდა ეს დანიელსონის დოკუმენტის ხელმოწერა თუ მოულოდნელად გამოჩენილ მიშელის  ახალი დოკუმენტზე შეთანხმება. ამით კი „ოცნებამ“ დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დაიმსახურა. მელიამ შეიძლება თავი ისეთ კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდოს, რომ მისი ციხიდან გამოყვანა ძალით გახდეს საჭირო. ცხადია, ადრე თუ გვიან ის გამოვა, მაგრამ თუ მას უნდა რომ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდები ჰქონდეს. ჯობია ამ მასკარადს მორჩეს და თავი არ შეირცხვინოს“, - აცხადებს აბაშიძე „რეზონანსთან“.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×