რეზონანსი
15.08.2021

გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე პრობლემაზე, რომლებიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დონეზე ვერ გადაწყდება. FAO-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით მსოფლიოში მოსალოდნელია სასურსათო კრიზისი. FAO აფრთხილებს ქვეყნებს - COVID-19-ის პანდემიის დროს არ დაავიწყდეთ, რომ სასურსათო კრიზისიც ისეთივე რისკებს შეიცავს, როგორც თავად ეპიდემიური აფეთქება.

პეტრე მამრაძე
10.08.2021

მეცამეტე წელიწადია, რაც სააკაშვილის ტელევიზიები ავრცელებენ დეზინფორმაციას სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების ღალატზე ქართველი ერისა და სახელმწიფოს მიმართ. დეზინფორმაციის ეს ნაკადი თავის პიკს ყოველი წლის აგვისტოში აღწევს. სწორედ აგვისტოს დღეებში აკეთებენ მაღალფარდოვან „პატრიოტულ“ განცხადებებს პუტინის „სასარგებლო იდიოტი“ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები. ბევრი მათგანი დღესაც აქტიურ პოლიტიკაში „მოღვაწეობს“, ნაცვლად იმისა, რომ ციხეში  იხდიდეს სასჯელს უმძიმესი დანაშაულისათვის. 

რეზონანსი
08.08.2021

საქართველოს მთაში მეცხოველეობის განვითარება  ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სასიცოცხლო არტერიის - მთიანეთის აღორძინების, მოსახლეობის  შენარჩუნება -გამრავლებისა და თავდაცვის უპირველესი პირობაა.

ილია ჭავჭავაძე

საქართველოს წინსვლა ქართული სოფლისა და სოფლის მეურნეობის გაძლიერების გარეშე შეუძლებელია. სოფლის ძლიერება დამოკიდებულია სწორი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და მის აღსრულებაზე.

რეზონანსი
08.08.2021

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის ბედით საზოგადოების დაინტერესება სრულიად ბუნებრივია, მით უმეტეს, რომ დროში დაემთხვა დედაქალაქის ცენტრში მორიგი მინის „მონსტრის“ დასრულების პროცესს. საფუძვლიან შიშს ივანიშვილის ინტერესებში ქართული ისტორიული მემკვიდრეობის უგულებელყოფისადმი საყდრისთან დაკავშირებით მიღებული არაგონივრული გადაწყვეტილებაც განაპირობებს. 

რეზონანსი
01.08.2021

„ჩვენ მარტო იმას უნდა ვეცადოთ, პური იმდენი მოვიყვანოთ, რომ სასყიდელი არ გაგვიხდეს, ჩვენ და ჩვენს შინაურ ბაზარს ეყოს“

ილია ჭავჭავაძე

მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემა  სულ უფრო მეტად ექცევა  მსოფლიო საზოგადოებრიობის, ხელისუფლებისა და მედია-საშუალებების ცენტრში. აღნიშნული განპირობებულია როგორც მოსახლეობის ზრდით, ისე სულ უფრო გახშირებულიბუნებრივი კატაკლიზმებით (მიწისძვრები, ვულკანური და მუსონური წვიმები, წყალდიდობები). ამ უკანასკნელმა სერიოზული  დაღი დაასვა ხორბლის სტაბილურ მოსავალს, ხოლო კორონავირუსთან დაკავშირებულმა  გარემოებებმა კიდევ უფრო გაართულა ზემოხსენებული პრობლემა. 

რეზონანსი
24.07.2021

თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა 5 და 7 ივლისს პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხსნეს, დაწვეს და მის სანაცვლოდ ჯვარი აღმართეს. ამ აქტს ისინი აშკარად აღიქვამდნენ ქრისტიანული ფასეულობების „დასავლულ პროპაგანდაზე“ გამარჯვების სიმბოლოდ. არადა საქმე სწორედ საპირისპიროდ არის - ამ აგრესიული ჯგუფების მოქმედების შემთხვევაში სწორედ რომ ქრისტიანული ფასეულობების ფეხქვეშ გათელვის მცდელობასთან გვაქვს საქმე. ამ სტატიაში სწორედ ამის ახსნას შევეცდები. 

რეზონანსი
20.07.2021

 საქართველს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ი. ღარიბაშვილს,

ძვირფასო ბატონო ირაკლი,

2020 წლის 25 ოქტომბერს, ოჯახი მიდიოდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველიდან სოფელ დიმში ბაბუის ეზოში ხეხილის ნერგების დასარგავად. ბაღდათის გზაზე მოუვიდათ ავარია, სადაც ადგილზე გარდაიცვალა ამ ბავშვის, მარიამის მამა, ბებია, ბებიის ძმა და მისი 4 წლის ძმა.

მოსაზრება
12.07.2021

ავთანდილ კახნიაშვილი, სამართლის დოქტორი

ტოტალიტარიზმის პერიოდში საზოგადოებისთვის ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუციად პირველი ქართული უნივერსიტეტი (თსუ) ჩამოყალიბდა, რომელიც ეროვნული ცნობიერებისა და სახელმწიფოებრიობის მყარ საძირკველს წარმოადგენდა. შემდეგ მოდიოდა მეცნიერებათა აკადემია და ეკლესია. 

რეზონანსი
01.07.2021

მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე-9 მოწვევის პარლამენტარებს და მის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2017 წელს „არჩეულ" 5 არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების 4-წლიანი ვადები ამოეწურათ, ხოლო მათ მიერ უვადოდ გამწესებულმა მოსამართლეებმა 2021 წლის 28 ივნისს ერთხმად განაცხადეს, რომ „სასამართლო ხელისუფლება საქართველოში ასეთი დამოუკიდებელი არასდროს ყოფილა...", ჩამბარდა უზენესი სასამართლოს განჩინება თითქმის ორი წლის შეტანილი შეტანილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, რითაც სადავო შემადგენლობის იუს მიერ შერჩეულმა და მოწინააღმდეგე მხარის (პარლამენტის) მიერ უვადოდ არჩეულმა მოსამართლეებმა, ფაქტობრივად, დაადგინეს, რომ თანამდებობაზე კანონის სრული დაცვით გამწესდნენ...

რეზონანსი
17.06.2021

სამართლებრივი სახელმწიფო, რომლის დამკვიდრების ნება კონსტიტუციაში ავსახეთ, რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებისა და კანონის უზენაესობის გარეშე მხოლოდ ფიქციაა. სწორედ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხის ასამაღლებლად შეიქმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭო (კიდევ კარგი მასაც „უზენაესი" არ დავარქვით...). თუმცა, ტოტალიტარიზმისგან თავდაღწეული საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოს ნაცვლად, პლუტოკრატიულ რეჟიმად რომ არ ჩამოყალიბდეს და სასამართლოში რეალური რეფორმა განხორციელდეს, პარლამენტმა ჯერ გონივრული კანონები უნდა მიიღოს და, უპირველეს ყოვლისა, თავად დაიცვას...

რეზონანსი
06.06.2021

დიდი ხანია რაც ფეხბურთი მთელ მსოფლიოში პოლიტიკის რანგშია აყვანილი და ე. წ. სახალხო დიპლომატიის ყველაზე ეფექტურ საშუალებასაც წარმოადგენს. ამასთან, ფაქტობრივად, შეიარაღებული კონფლიქტების დროსაც კი შეუძლია დაპირისპირებული მხარეების შერიგება, რისი მკაფიო მაგალითი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი და ინგლისელი ჯარისკაცების „საშობაო დაზავებაა“...


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×