
სოციალური მედიის მიმოხილვისას[1] შემთხვევით გადავაწყდი რუკას, რომელზეც ასახულია ის ქვეყნები, სადაც მშპ-ის ნომინალი ერთ სულ მოსახლეზე[2] აღემატება პოლონეთის მშპ-ს, 1990 და 2018 წლებში. სხვაობა მართლაც გამაოგნებელი იყო. მაშინ, როცა 35 წლის წინ ასეთი ქვეყნები საკმაოდ ბევრი იყო არამარტო ევროპაში, არამედ სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში, დროთა განმავლობაში მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. 2018 წელს რუკაზე სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის არცერთი ქვეყანა აღარ იყო მონიშნული.
2025 წლისთვის მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, პოლონეთის მშპ 1990 წელს იყო მხოლოდ $6,690 დოლარი. 2024 წლისთვის ის თითქმის 8-ჯერ გაიზარდა და შეადგინა თითქმის $51,630[3]. ეს ყველაფერი მოხდა სულ რაღაც სამ ათწლეულში - ერთ თაობაში. და ეს ტენდენცია გრძელდება. ევროკომისიის პროგნოზით, 2024-2025 წლებში პოლონეთი იქნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ევროკავშირში[4].
ეს როგორ მოხდა? გარდა ჩვენი მოქალაქეების შრომისმოყვარეობისა, ეკონომიკურ წარმატებას ხელი შეუწყო ორმა ძირითადმა ფაქტორმა, უფროს წორად, ორმა ინსტიტუტმა: ნატომ და ევროკავშირმა.
პირველმა, რომელსაც პოლონეთი შეუერთდა 1999 წელს, უზრუნველყო უსაფრთხოების გარანტიები და ათწლეულების მანძილზე აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის განხეთქილების გადალახვას შეუწყო ხელი. მეორემ, რომელსაც ჩვენ შევუერთდით ხუთი წლის შემდეგ, ერთი ნაბიჯით წინ წაწია დიდი ხნის განმავლობაში არსებული უთანასწორობის შემსუბუქების პროცესი. მან ახალ წევრ ქვეყნებს წვდომა მიანიჭა ეგრეთ წოდებულ „გაერთიანების ფონდებზე" და რაც მთავარია საერთო ევროპულ ბაზარზე.
წარმატების წყაროები
1989 წელს პოლონეთში კომუნისტური რეჟიმის დაცემის და არეული დემოკრატიული პოლიტიკის დაბრუნების შემდეგ, მიუხედავად ყოველდღიური პოლიტიკური კამათისა და იმისა, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში, ერთი რამ უცვლელირ ჩებოდა, - პოლონეთის გადაწყვეტილება შეუერთდეს ორ ზემოხსენებულ ორგანიზაციას. რატომ?
https://www.facebook.com/onlmaps/photos/countries-with-higher-gdp-per-capita-than-poland-1990-vs-2018/1025963969571204/?_rdr
2 in Purchasing Power Parity
3GDP per capita, current prices, purchasing power parity; international dollars per capita [Source: https://www.imf.org/external/datamapper/PPPPC@WEO/POL?zoom=POL&highlight=POL]
4https://www.gov.pl/web/finanse/jesienne-prognozy-gospodarcze-komisji-europejskiej
ჩვენ დიდი ერი ვართ, მაგრამ საშუალო ზომის ქვეყანა. ძალიან ვაფასებთ ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას - წელს ჩვენი პირველი მეფის გამეფებიდან ათასწლეული შესრულდა- მაგრამ ჩვენი მოსახლეობა გაცილებით მცირეა, ვიდრე მხოლოდ პეკინისა და შანხაის ერთად აღებული. პოლონეთს სჭირდება მოკავშირეები საერთაშორისო ასპარეზზე თავისი პოტენციალის გასაძლიერებლად.
ის, რამაც გაამართლა პოლონეთში- ღარიბ ქვეყანაში, რომელიც 1990 წელს გამოვიდა რუსეთის 4 ათწლეულის ბატონობისა და არასწორი ეკონომიკური მართვის წნეხიდან- შეიძლება გაამართლოს ე.წ. „საშუალო ძალებში" აზიაში, აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.
ამ ქვეყნებს ხშირად ესაჭიროებათ ის, რაც 35 წლის წინ პოლონეთს სჭირდებოდა და საიდან ახლაც იღებს სარგებელს: კარგი მმართველობა, უცხოური ინვესტიციები ყოველგვარი საზღვრების გარეშე, პოლიტიკურის ტაბილურობა, კანონის უზენაესობა და პროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო მეზობლებთან, რომლებსაც სურთ არა ომები, არამედ ითანამშრომლონ ორმხრივი სარგებლისთვის. ფაქტობრივად, ამ ფაქტორებს შეუძლია სარგებელი მოუტანოს ნებისმიერ ქვეყანას, მიუხედავად მათი მშპ-ისდონისა.
დღეს საერთაშორისო წესრიგი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას სხვადასხვა ფრონტზე. ზოგჯერ გასაგები მიზეზების გამო. ინსტიტუტები, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია არსებობს- მათ შორის გაერო და მისი უშიშროების საბჭო, დღესდღეობით არ არიან გლობალური საზოგადოების წარმომადგენელი ნაწილი და არშეუძლიათ გაუმკლავდნენ ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. თუმცა მათ საფუძვლიანი რეფორმა სჭირდება და არა მთლიანად უარყოფა.
იმპერიალისტური ილუზიები
მათთვის, ვინც სასოწარკვეთილად ცდილობს ცვლილებების მიღწევას, ძალდატანება შეიძლება მიმზიდველად გამოიყურებოდეს. ეს იქნებოდა დიდი შეცდომა. საერთაშორისო დიალოგის ფორუმების მიტოვება და ძალადობის გამოყენება შორსვერ წაგვიყვანს.
ავიღოთ რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. კრემლის პროპაგანდის თანახმად, ეს არის გამართლებული რეაქცია დასავლურ იმპერიალიზმზე, რომელიც თითქოს საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. სინამდვილეში, ეს არის თანამედროვე კოლონიური ომი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რომლებსაც - ისევე როგორც ჩვენ, პოლონელებს, 30 წლის წინ - სურთ უკეთესი ცხოვრება და აცნობიერებენ, რომ ვერასდროს მიაღწევენ ამ მიზანს რუსეთის ქვეშევრდომობის ქვეშ დაბრუნებით. სწორედ ამისთვის ისჯებიან - ყოფილი მეტროპოლიის კონტროლისგან თავის დაღწევის მცდელობის გამო. კრემლის აგრესია არის წარუმატებელი იმპერიის სასოწარკვეთილი ბრძოლა გავლენის სფეროს აღსადგენად.
რუსეთის გამარჯვება - რაც დაუშვებელია - ხელს ვერ შეუწყობს უფრო სამართლიან გლობალურ წესრიგს. ეს არ წაადგება იმ ქვეყნებს, რომლებიც უკმაყოფილონი არიან იმით, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან ახლა.გარდა ამისა, ეს არ მოუტანს სამართლიანობას და აყვავებას რუსეთს. საკმარისია იმის გათვალისწინება, რომ ახლა რუსეთში უფრო მეტი პოლიტპატიმარია, ვიდრე იყო 1980-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში. მსხვერპლიც გაცილებით მეტია.
ომი ვერ იქნება მოკლე გზა კეთილდღეობისკენ. გასული ათასწლეულის განმავლობაში პოლონეთმა განიცადა თავისი წილი შემოსევები და აჯანყებები საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ. რამაც, საბოლოოდ, კეთილდღეობა მოგვიტანა. სამი ათწლეულის განმავლობაში გვქონდა მშვიდობა, პროგნოზირებადობა, საერთაშორისო თანამშრომლობა და პოლიტიკური სტაბილურობა.
სწორედ ამიტომ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პროცესში პოლონეთმა ნათლად გამოხატა თავისი პრიორიტეტი - უსაფრთხოება მრავალ განზომილებაში, სამხედრო სფეროდან დაწყებული ეკონომიკური და ციფრულით დამთავრებული. უსაფრთხო, აყვავებული და ბიზნესისთვის ღია ევროპა სარგებელს მოუტანს არამხოლოდ ევროპელებს, არამედ უფრო დიდ გლობალურ საზოგადოებას. ისევე, როგორც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში დადებით ზეგავლენას ახდენდა პოლონეთზე.
შეიძლება მოსაწყენად ჟღერდეს, მაგრამ ამან გაამართლა. უბრალოდ დააკვირდით ციფრებს.
რადოსლავ სიკორსკი (პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი).