რეზონანსი
10.02.2022

ყაზახეთში უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს კარიმ მასიმოვს სახელმწიფო ღალატში სდებენ ბრალს.

მთავარი კითხვაა - რა შეიძლებოდა გამხდარიყო მოტივი ამგვარი უმძიმესი დანაშაულისა იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც სხვადასხვა პერიოდში ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, ხელმძღვანელობდა ბანკებს, იყო საკმაოდ მდიდარი და მუდამ ტრიალებდა უმაღლეს წრეში.

როგორც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პასუხი მარტივია და ის ზედაპირზე დევს - ეს არის ყოველთვის და ყველა დროში არსებული ბანალური და განუსაზღვრელი სიხარბე, რაც უცხოური სპეცსამსახურების ხაფანგში მოხვედრის მთავარი პირობაა. „ხარბს არასდროს არაფერი არ ჰყოფნის" - ზუსტად ამან განაპირობა ღალატის სიღრმე და სისასტიკე, რომელიც გამოავლინა კარიმ მასიმოვმა საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოს მიმართ.

აშშ-ს უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებით კარიმ მასიმოვმა და მისმა უცხოელმა მეგობრებმა თავისებურად გაიგეს „გაციფრიანების" თეზისი.

კარიმ მასიმოვი მისი მეუღლის ძმის დილშატ მაშუროვის მეშვეობით აშშ-ს ტერიტორიაზე, თბილი კლიმატის შტატების პრესტიჟულ რაიონებში თექვსმეტი ფეშენებელური სახლის მფლობელია.

მთლიანობაში, ამ უძრავი ქონების საერთო ღირებულებას ამერიკული კომპანიები, რომლებიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვაზე და არენდაზე არიან სპეციალიზირებულნი, 20 მილიონ აშშ დოლარად აფასებენ.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში 2022 წლის იანვრის დასაწყისში მასობრივი გამოსვლები და არეულობები ქალაქ ჟანაოზენსა და აქტაუში დაიწყო, რის შემდეგაც პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა, ხოლო ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ქალაქსა და ეკონომიკურ ცენტრზე ალმათიზე ტერორისტებმა და ბოევიკებმა შეიარაღებული თავდასხმები განახორციელეს, რის შედეგადაც შტურმი მიიტანეს სახელმწიფო ინსტუტუციებზე, დაიწყეს ძარცვა და იარაღის დატაცება.

ამის საპასუხოდ ხელისუფლებამ ეფექტური მოქმედება დაიწყო - 5 იანვარს პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მთავრობა გადააყენა და უშიშროების საბჭოს ჩაუდგა სათავეში. სახელმწიფომ ანტიტერორისტული ოპერაცია წამოიწყო და 19 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სპეცოპერაცია წარმატებულად და ეფექტურად განხორციელდა, რის შედეგადაც ტერორისტული საფრთხე თავიდან იქნა აცილებული და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგი აღსდგა.

უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევის პარალელურად მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და მშვიდობიანი ცხოვრება აღსდგა. ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყნისათვის დიდი საფრთხის თავიდან აცილება.

ქვეყნის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, მასობრივი არეულობებისა და ტერორისტული თავდასხმების შედეგად მთლიანობაში დაშავდა 4578 ადამიანი, დაიღუპა 225, მათ შორის უშიშროების 19 თანამშრომელი.

 

https://arpe4.livejournal.com/461.html

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×