ია აბულაშვილი
17.03.2021

ცნობილი კიონრეჟისორი გოგი თორაძე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობიდან გამოსავალს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებაში ხედავს. მისი თქმით, ქართული საზოგადოება დაიღალა პოლიტიკოსთა ბავშვური სიჯიუტით.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპრაკებები გრძელდება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კრისტიან დანიელოსნის ჩართულობით მიმდინარეობს. ევროპიდან გზავნილი უკვე ცნობილია, რომ პოლიტიკური აქტორები უნდა შეთანხმდნენ და საქართველოს მოსახლოების ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენონ.

"სამარცხვინოა, რომ ჩვენ, დამოუკიდებლად არ შეგვიძლია ერთმანეთში შეთანხმება და მთელი ევროპა არის ჩართული ამ მოლაპარაკებაში. ძალიან მძიმე სიტუაცია იქნება, თუ პოლიტიკური პარტიები ვერ შეთანხმდნენ - შეიძლება ევროპამ საერთოდ თავიც კი დაგვანებოს. ისინი ასეთ სიტუაციას მიჩვეულები არ არიან, მშვიდი ხალხია და ძალიან რაციონალურად აფასებენ მოვლენებს.

"ნახეთ, როგორი სერიოზული სახით შედიან ჩვენი პოლიტიკოსები ამ შეხვედრებზე, ყველას სამასათასიანი საათები უკეთიათ, არადა ამ ფასის საათით 6 მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაიღებ და 6 კინორეჟისორი დასაქმდება, რომლებსაც 10-15 წელის ერთი ფილმი არ გადაღიათ. ისეთი კინორეჟისორები გვყავს, რომ საკუთარი ფილმებით პრიზები შეუძლიათ მოუტანონ ქვეყანას.

"ცნობილი დიპლომატი კრიტსიან დანიელსონი ჩამოვიდა და გაოგნებულია კაცი, ამათი გადამკიდე ვეღარ ბრუნდება თავის ქვეყანაში. იმდენი ხანია აქ არის, რომ შეიძლება მხოლოდ შვებულებაში წავიდეს შვეციაში. იმდენს იზამენ ჩვენი პოლიტიკოსები, რომ შეიძლება დანიელსონმა ასეთი კითხვაც დაუსვას, თანახმა ხართ თუ არა რომ მე შვებულებაში წავიდე ჩემს ქვეყანაშიო?

"ხალხი დაიღალა პოლიტიკსების ბავშვური სიჯიუტით, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება. რაც ახლა ხდება, ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. ჯერ ვიძახეთ "ვაქცინა- ვაქცინაო". ჩამოიტანეს ეს ვაქცინა და ახლა ვეუბნებით უკან წაიღეთო. ჩვენი, კინომატოგრაფისტების ვაქცინა არის იუმორი და ამიტომაც ვიღებ ფილმს "წყალწაღებულები". ეს ფილმი იქნება დღევანდელობაზე და იქნება ტრაგიკომედია"- განაცხადა "რეზონანსთან" გოგი თორაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )